საწრეო მუშაობა
ისტორიის
მოყვარულთა წრე "ფარი"
სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის
N2 საჯარო სკოლაში შეიქმნა ისტორიის მოყვარულთა წრე „ფარი“.
სამიზნე ჯგუფი: საბაზო საფეხურის მოსწავლეები - VII კლასი
1. აბულაძე ლუკა
2. აკვაზბა ზეინაბ
3. ფუტკარაძე ლუკა
4. დიმიტრაძე ვალუკი
5. გუნდაძე გურანდა
6. მოფინაძე თორნიკე
7. ბერიძე ნონა
8. ბერიძე ანა
9. პაპიძე ლადო
10. ტეტემაძე გიგა
11. ბერიძე როზა
წრის კურატორი:
საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის ისტორიის პედაგოგი გიული მიქელაძე
მიზანი: შეისწავლონ სირმისეულად პოლიტიკური მოღვაწეების ბიოგრაფია, მათი
გატარებული რეფორმები, პიროვნების დადებითი და უარყოფითი თვისებები.. მოსწავლეები შეძენილი
ინფორმაციის საშუალებით შეძლებენ და ეცოდინებათ თუ რა მნიშვნელობა ჰქონდათ ამ პოლიტიკურ ფიგურებს ქვეყნისთვის,
საზოგადოებისთვის. ეს ყოველივე ხელი შეუწყოს მოსწავლეებში ინფორმაციის მოძიებას, დახარისხებას, გაიგებენ და შეისწავლიან უამრავ ფაქტებსა და მოვლენებს,
რომელიც აამაღლებს მოსწავლერების ცნობიერების დონეს,ინტელექტს.
განუვითარდებათ: ინფორმაციის მოძიების, დახარისხების, სხვისი აზრების
გაზიარების,თანამშრომლობითი, შემოქმედებითი აზროვნების, მსჯელობის, ანალიზის პრეზენტაციის
წარდგენის, წიგნიერების უნარები...
აქტუალობა: მოსწავლეებს
გაუღვივდებათ ისტორიის მიმართ უფრო მეტი სიყვარული, გაითავისებენ ამათუიმ ისტორიულ
ფაქტს და მოვლენებს.. ჩამოყალიბდებიან სრულუფლებიანი მოქალაქეები. წრის დანიშნულებაა
მოსწავლეებს გაუღრმავოს და განუმტკიცოს ისტორიული პიროვნების მიმართ ცოდნა, აუმაღლოს მოსწავლეებს ინტერესი და
მოტივაცია.. წრის მუშაობა ხელს შეუწყობს VII
კლასის მოსწავლეებს გაამყარონ და განიმტკიცონ
ცოდნა..სახალისოპ და სასიამოვნო რომ გახდეს თითოეული აქტივობა ჩატარდება სხვადასხვა
პროფილით: საწრეო შეხვედრა ღია ცისქვეშ.. მოსწავლეების ინიციატივით შეხვედრებზე გამოყენებული
იქნება მრავალფეროვანი აქტივობები..
თემატიკა: პოლიტიკური
პიროვნებები, მმართველები, მხედართმთავრები,ფილმის ჩვენება
საწრეო მუშაობის პროგრამა: მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ
აქტივობებს.
სასწავლო რესურსი: პლაკატები, კომპიუტერი,დამატებითი ლიტერატურა, სახელმძღვანელო,
კალამი, დაფა, ცარცი, თაბახის ფურცლები,ფლიჩქარტები..
აღწერა: წრის
მონაწილე მოსწავლეების რეგისტრაცია, მოსწავლეთა მშობლებისათვის წრის მუშაობის მიზნის
გაცნობა,შეხვედრის განრიგი.
შესაბამისობა ესგ-ს გათვალისწინებულ შედეგებთან:
მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს პოლიტიკური მოღვაწის
მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში.
მოსწავლე
დროის სკალაზე აღნიშნავს პიროვნების მნიშვნელოვან მოვლენებს..
ახასიათებს
მის დადებით და უარყოფით თვისებებს.
მოსალოდნელი შედეგები: წრის წევრები საფუძვლიანად შეისწავლიან პოლიტიკური
პიროვნებების ოსტორიას, ისტორიული მასალის მოპოვებისა და დამუშავების გზით შეძლებენ
მინი ნაშრომების შექმნას და წრის წევრებისადმი წარდგენას.. საწრეო მუშაობა ხელს შეუწყობს
ისტორიის საგნისადმი მეტ დაინტერესებას, გაიგებენ ამბებს იმ მნიშვნელოვან პირებზე,
რომლებმაც ღრმა კვალი დატოვეს ისტორიაში..
საწრეო მუშაობა ხელს შეუწყობს მოსწავლეებში, სკოლაში საგნის პოპულარიზაციას. მოსწავლეებს გაუჩნდებათ
საგნისადმი უფრო მეტი ინტერესი და პატივისცემა, გაიზრდება მოსწავლეთა ცოდნის დონე.
წრის
მუშაობაში ჩართული პირები: საბაზო საფეხურზე მყოფი მოსწავლეები (VII), მოსწავლეთა მშობლები
და ისტორიის მასწავლებელი..
მოსწავლეთა ასაკი: 12-13 წლის
დრო: წრის
მუშაობა განხორციელდება 2019 წლის მეორე სემესტრიდან
კვირაში ერთხელ ყოველ სამშაბათს. გაგრძელდება
2019 წლის 14 ივნისამდე, შეხვედრის დრო 13:30 საათიდან 14:30 საათამდე
წრის მეცადინეობის გეგმა
N
|
თარღი
|
თემის დასახელება
|
საათების რაოდეობა
|
1
|
22.01.2019
|
გაერთიანებული შეხვედრა წრის წევრებთან
|
1სთ
|
2
|
29.01.2019
|
თემატიკის შერჩევა მოსწავლეების მონაწილეობით
|
1სთ
|
3
|
05.02.2019
|
კიროს მეორე
|
1სთ
|
4
|
12.02.2019
|
ალექსანდრე მაკედონელი
|
1სთ
|
5
|
19.02.2019
|
რიჩარდ ლომგული
|
1სთ
|
6
|
26.02.2019
|
ატილა
|
1სთ
|
7
|
05.03.2019
|
გაიუს იულიუს კეისარი
|
1სთ
|
8
|
12.03.2019
|
სალადინი
|
1სთ
|
9
|
19.03.2019
|
კარლოს დიდი
|
1სთ
|
10
|
26.03.2019
|
ჩინგიზ ყაენი
|
1სთ
|
11
|
02.04.2019
|
თემურ ლენგი
|
1სთ
|
12
|
10.04.2019
|
ნაპოლეონ ბონაპარტი
|
1სთ
|
13
|
16.04.2019
|
პეტრე პირველი
|
1სთ
|
14
|
23.04.2019
|
თამარ მეფე
|
1სთ
|
15
|
30.04.2019
|
დავით აღმაშენებელი
|
1სთ
|
16
|
07.05.2019
|
ერეკლე მეორე
|
1სთ
|
17
|
14.05.2019
|
გიორგი სააკაძე
|
1სთ
|
18
|
21.05.2019
|
იოსებ ჯუღაშვილი-სტალინი
|
1სთ
|
19
|
04.06.2019
|
ადოლფ ჰიტლერი
|
1სთ
|
20
|
11.06.2019
|
შეჯამება-ტესტები
|
1სთ
|
პირველი შეხვედრა: 22.01.2019
გაერთიანებული შეხვედრა წრის წევრებთან
წრის მონაწილე მოსწავლეების რეგისტრაცია, მოსწავლეთა მშობლებისათვის წრის მუშაობის მიზნის გაცნობა,შეხვედრის განრიგი.
მეორე შეხვედრა: 29.01.2019
თემატიკის შერჩევა მოსწავლეების მონაწილეობით
წრის წევრებმა ერთობლივი შეთანხმებით გადავწყვიტეთ სამომავლოდ წრის შეხვედრები და სამოქმედო გეგმა უნდა ჩატარებულიყო შემდეგი თემატიკის მიხედვით: პოლიტიკური პიროვნებები, მმართველები, მხედართმთავრები.
მეშვიდე კლასის ისტორიის სასწავლო პროგრამაში ჩვენს მიერ შედგენილი სამოქმედო გეგმის თემებია არის აღნიშნული, მაგრამ ვსწავლობთ ზედაპირულად, ამიტომ წრის წევრებმა გადაწყვიტეს უფრო სიღრმისეულად შეესწავლათ.
მესამე შეხვედრა: 05.02.2019
თემა: კიროს მეორე
მოსწავლეები წინასწარ დაყოფილი იყვნენ წყვილებში, წარმოადგინეს პეზენტაციები, ისაუბრეს კიროს დიდის შესახებ, მისი მმართველობისა და დაპყრობების დადებით და უარყოფით მხარეებზე.
შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა.
მეოთხე შეხვედრა: 12.02.2019
თემა: ალექსანდრე მაკედონელი
მოსწავლეები წინასწარ დაყოფილია წყვილებში, მათ მივეცი მითითებები თუ რა უნდა გაეკეთებინათ ამ თემის ირგვლივ.. მართლაც მოსწავლეების მიერ მიცემული დავალება ძალზედ საინტერესო იყო.. წყვილებს მოძიებული ქონდათ საინტერესო ფაქტები და მოვლენები ალექსანდრე მაკედონელის ცხოვრებიდან, პრეზენტაცია წარმოადგინეს როგორც პლაკატების სახით,ასევე Power Point-ში, ისაუბრეს მის მშობლებზე,აღმზრდელზე, მის მიერ ჩატარებულ ომებზე,მისი მმართველობის ღვაწლზე, მის დადებით და უარყოფით მხარეებზე.. იმსჯელეს და დისკუსია გამართეს:ალექსანდრე მაკედონელს, რომ მემკვიდრე დაეტოვებინა როგორ წარიმართებოდა იმპერიის ბედი?!
შეხცედრა საინტერესოდ წარიმართა.
მეხუთე შეხვედრა: 19.02.2019
თემა: რიჩარდ ლომგული
მეხუთე შეხვედრაზე მოსწავლეებმა განიხილეს თემა რიჩარდ პირველი ლომგული. მოსწავლეები წინასწარ დაყოფილი იყვნენ ჯგუფებად, მოძიებული ინფორმაცია წარმოადგინეს flipchart-ის ფურცლებზე.. პრეზენტაციის დასრულების შემდგომ სადისკუსიოდ დაისვა შეკითხვა: იყო თუ არა სამართლიანი რიჩარდ ლომგულის მკვლელის წამება მართებული? მოსწავლეთა ნაწილი მიიჩნევდა რომ ინგლისელები სამართლიანად მოიქცნენ, ნაწილი კი უარს ამბობს ამგვარ ქმედებაზე,აღნიშნეს რომ სხვაგვარი მეთოდით შეიძლებოდა მკვლელის დასჯა.ჩამოთვალეს მეთოდებიც..
მოკლედ რომ შევაჯამოთ, საინტერესო გაკვეთილი გამოვიდა,რისთვისაც ჩემს ბავშვებს მადლობას გადავუხდი .
მეშვიდე შეხვედრა: 05.03.2019
თემა: გაიუს იულიუს კეისარი
მოსწავლეები მუშაობდნენ ინდივიდუალურად, მოძიებული ინფორმაცია წარმოადგინეს flipchart-ის ფურცლებზე და Power Point-ის საშუალებით; პრეზენტაციის დასრულების შემდგომ სადისკუსიო შეკითხვა იყო: რატომ მოკლეს კეისარი? არის თუარა დღეს მეგობარი სანდო?
საინტერესო გაკვეთილი გამოვიდა,რისთვისაც ჩემს ბავშვებს მადლობას გადავუხდი...
მერვე შეხვედრა: 12.03.2019
თემა: სალადინი
მერვე შეხვედრაზე მოსწავლეებმა განიხილეს თემა სალადინიმოსწავლეებმა მოძიებული ინფორმაცია წარმოადგინეს flipchart-ის ფურცლებზე და Power Point-ის საშუალებით; საინტერესო გაკვეთილი გამოვიდა,რისთვისაც ჩემს ბავშვებს მადლობას გადავუხდი...
მეცხრე შეხვედრა: 19.03.2019
თემა: კარლოს დიდი
მოსწავლეები წინასწარ დაყოფილია წყვილებში, მათ მივეცი მითითებები თუ რა უნდა გაეკეთებინათ ამ თემის ირგვლივ.. მართლაც მოსწავლეების მიერ მიცემული დავალება საინტერესო იყო.. წყვილებს მოძიებული ქონდათ საინტერესო ფაქტები და მოვლენები კიროს დიდის ცხოვრებიდან, პრეზენტაცია წარმოადგინეს როგორც პლაკატების სახით,ასევე Power Point-ში, ისაუბრეს მის მიერ ჩატარებულ ომებზე,მისი მმართველობის ღვაწლზე, მის დადებით და უარყოფით მხარეებზე..მოსწავლეებს განუვითარდათ ინფორმაციის მოძიების, დახარისხების,შეფასების უნარ-ჩვევები, პრეზენტაციის უნარი..
შეხცედრა საინტერესოდ წარიმართა.
თემა. ჩინგიზ ყაენი
მასწავლებელმა მოსწავლეებს სთხოვა მოეძიებინათ დოკუმენტური მასალა ჩინგის ყაენზე..მოსწავლეების მიერ მოძიებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა.რის შემდეგ მოსწავლეებს დავავალე დაეხასიათებინათ ჩინგიზ ყაენის პიროვნების როლი ისტორიოგრაფიაში.. მოსწავლეებმა იმსჯელეს მის დადებით და უაროფით მხარეებზე..
მეთერთმეტე შეხვედრა: 02.04.2019
თემა: თემურ ლენგი
მეთერთმეტე შეხვედრაზე მოსწავლეებმა განიხილეს თემურ ლენგი.
მასწავლებელმა მოსწავლეებს აჩვენა დოკუმენტური ფილმი გააგრძელე საქართველოს ისტორია თემურ ლეგზე და მის ლაშქრობებზე. ჩვენების შემდეგ მოხდა ვიდეო რგოლის განხილვა.
მეთორმეტე შეხვედრა: 10.04.2019
თემა: ნაპოლეონ ბონაპარტი
მოსწავლეებს დავავალე შეძლებისდაგვარად რა ინფორმაციის მოპოვებასაც შეძლებდნენ მოეძიათ და ამოეწერათ ძირითადი თარიღები.. მოსწავლეები მუშაობენ როგორც სახელმძღვანელოსთან ასევე კომპიუტერთანაც.იძიებენ მასალას და აწარმოებენ ჩანაწერებს.
მეცამმეტე შეხვედრა: 16.04.2019
თემა: პეტრე პირველი
მოსწავლეებმა მოიძიეს დოკუმენტური მასალები პეტრე პირველზე და მოაწყვეს კლასში ჩვენება. შემდგომ კი სახელმძღვანელოსა და დოკუმენტურ ფილმზე დაყრდნობით შეაფასეს პეტრე პირველის მოღვაწეობა.
მეთოთხმეტე შეხვედრა: 23.04.2019
თემა: თამარ მეფე
მიუხედავად იმისა, რომ მეშვიდე კლასში თამარ მეფე არ ისწავლება, მოსწავლეთა თხოვნით საწრეო თემად ავირჩიეთ მეფე თამარი. მოსწავლეებმა თავდაპირველად გაიხსენეს წინა კლასებში ნასწავლი ინფორმაცია და ახალი ინფორმაცია დააშენეს ზედ, ანუ მოიძიეს მეფე თამარზე როგორც დოკუმენტური ფილმები, ასევე სხვა სახის ინფორმაციები და კლასის წინაშე მოაწყვეს მოძიებული ინფორმაციის პრეზენტიება.
მეთხუთმეტე შეხვედრა: 30.04.2019
თემა: დავით აღმაშენებელი
მიუხედავად იმისა, რომ მეშვიდე კლასში ეს თემა არ ისწავლება, მოსწავლეების სურვილით ავირჩიეთ საწრეო შეხვედრაზე. მოსწავლეებმა თავდაპირველად გაიხსენეს დავით აღმაშენებელზე ყველა სახის ინფორმაცია. შემდეგ მოისურვეს მოეძიებინათ დოკუმენტური ფილმები.შექმნეს კროსვორდები. მოძიებული მასალები წარმოადგინეს საწრეო შეხვედრაზე. გაუშვეს ფილმი გააგრძელე საქართველოს ისტორია და ნასწავლი და ნანახი მასალა შეადარეს ერთმანეთს და საბოლოოდ შეაფასეს დავით აღმაშენებლის პიროვნების ღვაწლი.
მეთექვსმეტე შეხვედრა: 07.05.2019
თემა: ერეკლე მეორე
მიუხედავად იმისა, რომ მეშვიდე კლასში არ ისწავლება ეს თემა, მოსწავლეების სურვილით შემდეგი შეხვედრა ჩავატარეთ ერეკლე მეორეზე..
თავდაპირველად მოსწავლეებმა გაიხსენეს მეფე ერეკლეზე ინფორმაცია და შემდგომ ისაუბრეს მისი მეფობის დადებით და უარყოფით მხარეებზე.გაიმართა დისკუსია უნდა დადებულიყო თუ არა გეორგიევსკის ტრაქტატი საქართველოსა და რუსეთის იმპერიას შორის. მოსწავლეთა აზრი ორად გაიყო.მათ დაასაბუთეს თავიანთი ვერსიები არგუმენტირებულად. იმსჯელეს მის დადებით და უარყოფით მხარეებზე.
საბოლოო ჯამში შეაფასეს ერეკლე მეფის პიროვნების როლი ისტორიოგრაგიაში.. შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა.
მეჩვიდმეტე შეხვედრა: 14.05.2019
თემა: გიორგი სააკაძე
როდესაც საკითხი დადგა თუ რომელ გამოჩენილ პიროვნებაზე უნდა შემდგარიყო შემდეგი შეხვედრა, მოსწავლეებმა ქართველ გამოჩენილ მხედართმთავარზე შეაჩერეს არჩევანი, გიორგი სააკაძის შესახებ წინა კლასში(მეექვსე) ჰქონდათ ნასწავლი, მაგრამ კიდევ ერთხელ მოინდომეს გახსენება. მასწავლებელმა დასვა კითხვა თუ რა იცოდნენ გიორგი სააკაძის შესახებ.. მოსწავლეებმა გაიხსენეს ინფორმაცია , ზოგი რამ უკვე დავიწყებული ჰქონდათ. ამიტომ მასწავლებელმა დაავალა მოსწავლეებს მოეძიებინათ გიორგი სააკაძის შესახებ სხვადასხვა ვებგვერდიდან მასალები და წარმოედგინათ. შეხვედრაზე განიხილეს დიდი მოურავის პიროვნების ღვაწლი ისტორიოგრაფიაში. დასასრულს მასწავლებელმა მოსწავლეებს აჩვენა ფილმი "გიორგი სააკაძე".
სემესტრის ბოლო შეხვედრა:
მოსწავლებმა იმუშავეს ღია და დახურული ტიპის ტესტებზე, იმ თემებზე ჰქონდათ ტესტები რაზეც მთელი სემესტრის განმავლობაში მუშაობდნენ.. მოსწავლეებმა წარმატებით გაართვენ მუშაობას..
ისტორიის მოყვარულთა წრის რეფლექსია
2019 წლის მეორე სემესტრის
დასაწყისში გადავწყვიტე მოსწავლეთა ცოდნის
გასაუმჯობესებლად ჩამომეყალიბებინა ისტორიის მოყვარულთა წრე, შევადგინე სამოქმედო გეგმა
და განცხადებით მივმართე სკოლის დირექციას, დირექციამ დამრთო ნება მეწარმოებინა სკოლის
შენობაში საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდგომ საწრეო მუშაობა. საწრეო მუშაობის
მთავარი მიზანი იყო მოსწავლეებში მეტი დაინტერესება და მოტივაცია ისტორიის მიმართ,
მნიშვნელოვანი ფაქტების და მოვლენების გაგება-გააზრება, სირმისეულად შესწავლა პოლიტიკური
მოღვაწეების ბიოგრაფიის, მათი გატარებული რეფორმები, ისტორიული პიროვნებების დადებითი
და უარყოფითი თვისებები.. შეძენილი ინფორმაციის
საშუალებით შევძლებდი მოსწავლეებში ჩამომეყალიბებინა თანამშრომლობითი, შემოქმედებითი
უნარები, კრიტიკული აზროვნება.. ყოველი შეხვედრა
გათვალისწინებული იყო ბლუმის ტაქსონომიის ყველა საფეხურზე, რაც მიღწეულ იქნა. ეს ყოველივე
კი მამოტივირებელი საშუალება იქნებოდა მოსწავლეებში მოტივაციის ასამაღლებლად.
დასაწყისში სკოლის
დერეფანში გამოვაკარი განცხადება საწრეო მუშაობის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით,
რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, შევარჩიე სამიზნე ჯგუფად მეშვიდე კლასის მოსწავლეები,
რათა ისინი საბაზო საფეხურის პირველ ეტაპს გადიოდნენ, მათთვის რთულად აღსაქმელი იყო
ახალი ისტორია, იმისათვის რომ უფრო იოლად და მარტივი ხერხებით შეესწავლათ შესასწავლი მასალა, სწორედ ამიტომ შევარჩიე მეშვიდე კლასი.
მოსწავლეებს გავაცანი
საწრეო მუშაობის პროგრამა, მათი სურვილისამებს მოვახდინე მოდიფიცირება და შევიტანეთ ერთობლივი გადაწყვეტილებით სამოქმედო გეგმაში ის ძირითადი საკითხები რითაც
იყვნენ დაინტერესებული უფრო სიღრმისეულად შეესწავლათ.. მოვაგვარეთ საორგანიზაციო საკითხები, შევქმენით
სლოგანი: „ისტორია ყველგან და ყოველთვის.“
შევარჩიეთ წრის სახელწოდება „ფარი“. დავგეგმეთ შეხვედრის დრო(ყოველი კვირის
სამშაბათი დღე) და მეცადინეობის ხანგრძლივობა(1
საათი- 13:30-14:30).
საწრეო მუშაობა დიდი
ხალისით დაიწყეს მოსწავლეებმა. ისინი აქტიურად თანამშრომლობდნენ ერთმანეთში როგორც
ჯგუფური მუშაობის დროს, ასევე წყვილებში. მიცემულ მასალაზე იძიებდნენ ახალ ინფორმაციას
და ამზადებდნენ პრეზენტაციებს.
საწრეო მუშაობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში ისტორიის პოპულარიზაციას,
უფრო მეტი ინტერესით ჩაერთვნენ მუშაობაში. იყო შემთხვევა , როცა ერთი მოსწავლე ნაკლებად იყო ჩართული საწრეო მუშაობის
პროცესში, მაგრამ მალევე შევამჩნიე და მოვახდინე პრობლემის აღმოფხვრა ინდივიდუალურად
ინტერვიუს სახით.
მოსწავლეთა უმრავლესობამ
შეძლო დასახული მიზნის მიღწევა, ხოლო იმ მოსწავლეებმა ვისაც გაუჭირდა ამ ფორმით მიზნის
მიღწევა, მომავალი წლისთვის გავითვალისწინებ მათ შესაძლებლობებს და შევადგენ ისეთ გეგმას
სადაც მოხდება უფრო მეტიჩართულობა და დაინტერრესება საგნის მიმართ და ამაღლდება მოტივაციაც.
მოსწავლეების აქტივობები
და შესრულებული დავალები გამოქვეყნებულია ჩემს პირად ბლოგის გვერდზე: https://gigenoe1987.blogspot.com/2019/02/blog-post.html
ისტორიის წრის კურატორი:
გიული მიქელაძე
ელ-ფოსტა: gigenoe1987@gmail.com
ბლოგის მისამართი:
https://gigenoe1987.blogspot.com/
Комментариев нет:
Отправить комментарий