вторник, 18 декабря 2018 г.

ოლიმპიადისათვის მოსამზადებელი პროგრამა - ისტორია

კონკურსებისთვის/ოლიმპიადებისთვის/შეჯიბრებებისათვის მოსწავლის/მოსწავლეების მომზადება

2018-2019 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისათვის  მოსწავლეების მოსამზადებელი პროგრამა

სკოლის დასახელება -სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლა
პედაგოგი - გიული მიქელაძე
საგანი - ისტორია
კლასი - X,XI
ხანგრძლივობა - 03/10/2018-26/11/2018
პროგრამის დასახელება -  საგნობრივი ოლიმპიადისათვის მოსწავლეების მომზადება
პროგრამის ტიპი - კლასგარეშე დამატებითი სამუშაო
პროგრამის მიმართულებები ესგს მიხედვით: უძველესი საზოგადოებები, უძველესი სახელმწიფოები, ძველი რომი, ალექსანდრე მაკედონელი, მსოფლიო რელიგიები, ბიზანტია-ირანი და საქართველოსთან ურთიერთობა, არაბები და საქართველო, ერთიანი საქართველო, ჯვაროსნული ეპოქა, დავით IV აღმაშენებელი, თურქ-სელჩუკები, თამარ მეფე, მონღოლები და საქართველო, დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები,რეფორმაცია და კონტრრეფორმაცია, საქართველო და მისი მეზობლები  XVI-XVIII საუკუნეებში, საფრანგეთის დიდი რევოლუცია, მსოფლიო  XIX საუკუნეში,  მსოფლიო XX საუკუნის I ნახევარში,  მსოფლიო XX საუკუნის II ნახევარში,  საქართველო და საბჭოთა კავშირი,  საბჭოთა კავშირის დაშლა, საქართველოს დამოუკიდებლობა, შეჯამება-ტესტები..
პროგრამის მიზანი - პროგრამის მიზანია მოსწავლეები მოამზადოს, როგორც ადგილობრივი, ასევე რეგიონალურ ოლიმპიადის ტურებში მონაწილეობის მისაღებად.ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველი მოსწავლეებისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ კონკრეტულ საგანში - ისტორიაში  დამატებითი კლასგარეშე საქმიანობა/მოსწავლეთა მომზადება, ინფორმაციის მიწოდება, განვლილი თემების გახსენება(ესგს პროგრამით გათვალისწინებული X-XI კლასების პროგრამის გახსენება), წინა წლებში საატესტატო და ეროვნული საგამოცდო ტესტების დამუშავება..
მოსწავლეებს განუვითარდებათ: - მოსმენის, კითხვის, წერის და საუბრის უნარჩვევები, აკადემიური და ინტელექტუალური უნარები, თანამშრომლობითი უნარი, მსჯელობა,ანალიზი...
აქტუალობა - ეს პროგრამა მოსწავლეებს აძლევს საშუალებას გაიღრმავონ ცოდნა ნასწავლი მასალის ირგვლივ, აუმაღლდეთ მოტივაცია, ხელს შეუწყობს მოსწავლეებისათვის სასურველი შედეგების მიღწევას და შესწავლილი მასალის საშუალებით მოახდინონ რეალიზება პრაქტიკაში..ეს ყოველივე კი სასკოლო განათლების ძირითადი მიზანია..
სწავლების მეთოდები და სტრატეგიები: - ინდივიდუარი მუშაობა, წყვილებში მუშაობა, ჯგუფური მუშაობა, ჩანაწერების გაკეთება, ტესტირება..

სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლის 2018-2019 სასწავლო წლის საგნობრივ (ისტორია) ოლიმპიადაში  მონაწილე მოსწავლეთა სია X-XI კლასი:
1: ანა ფუტკარაძე-X
2: მირანდა დავითაძე-X
3: მარიამ მიქელაძე-X
4: ვალოდია ბოლქვაძე-X
5: თამუნა კოჩალიძე-XI
6: ქრისტინა ფუტკარაძე-XI



სამოქმედო პროგრამა
N
თემის დასახელება
აქტივობა
რესურსი
თარიღი
დრო
1
უძველესი საზოგადოებები
მინი ლექცია;
ვენის დიაგრამა;
ტესტები
სასკოლო სახელმძღვანელო;
დამატებით მოძიებული მასალა-ინტერნეტ საიტები;
სურათები
03.10.2018
1 სთ
2
უძველესი სახელმწიფოები
მინი ლექცია;
რუკაზე მუშაობა.
ქრონოლოგიის განსაძღვრა
მოვლენათა ჯაჭვის ანალიზი;
ტესტები
სასკოლო სახელმძღვანელო;
რუკა
ინტერნეტ-საიტები;
დაფა,ცარცი,თაბახის ფურცლები
04.10.2018
1:30 სთ
3
ძველი რომი
მინი ლექცია;
რუკაზე მუშაობა;
კითხვა-პასუხი;
ტესტები
რუკა;
დაფა,ცარცი;
ინტერნეტი
თაბახის ფურცლები
05.10.2018
1:30 სთ
4
ალექსანდრე მაკედონელი
სასკოლო სახელმძღვანელოზე მუშაობა;
 დამატებითი მასალები ინტერნეტ საიტიდან;ქრონოლოგიური სკალა;
რუკაზე მუშაობა;
ფილმის ჩვენება

რუკა;
ქრონოლოგიური სკალა;
ინტერნეტვიდეო;
დაფა; ცარცი;ტესტები
09.10.2018
1:00
სთ
5
მსოფლიო რელიგიები
მინი ლექცია;
სასკოლო სახელმძღვანელოზე მუშაობა;
დამატებითი მასალები;
რუკაზე მუშაობა
რუკა;
დაფა;
ცარცი;
ინტერნეტმასალები
10.10.2018
1:00
სთ
6
ბიზანტია-ირანი და საქართველოსთან ურთიერთობა
სასკოლო სახელმძღვანელოზე მუშაობა;
 მინი ლექცია;
 ვენის დიაგრამა;
რუკაზე მუშაობა
რუკა;
დაფა;
ცარცი;
სასკოლო ლიტერატურა
11.10.2018
1:00
სთ
7
არაბები და  საქართველო
ისტორიული წყაროს ანალიზი;
ქრონოლოგიის განსაზღვრა;
რუკაზე მუშაობა

რუკა;
თაბახის ფურცლები;
ტესტებზე მუშაობა
16.10.2018
1:00
სთ
8
ერთიანი საქართველო
სასკოლო სახელმძღვანელოზე მუშაობა;
რუკაზე მუშაობა;
ისტორიული წყაროს ანალიზი;
ქრონოლოგიური სკალა;
ინტერნეტ მასალაზე მუშაობა
რუკა;
სახელმძღვანელო ლიტერატურა;
ინტერნეტმასალა
17.10.2018
1:00
სთ
9
ჯვაროსნული ეპოქა
სახელმძღვანელოზე მუშაობა;
რუკაზე მუშაობა;
ფილმის ჩვენება
ლიტერატურა;
რუკა;
სურათები
ვიდეომასალა
18.10.2018
2:00
სთ
10
დავით IV აღმაშენებელი
სახელმძღვანელოზე მუშაობა;
რუკაზე მუშაობა;
 ქრონოლოგიურ სკალაზე მუშაობა; ფილმის ჩვენება (გააგრძელე საქართველოს ისტორია)
სასკოლო ლიტერატურა;
რუკა;
ფილმის ჩვენება

23.10.2018
1:30
სთ
11
თურქ-სელჩუკები
სახელმძღვანელოზე მუშაობა;
რუკაზე მუშაობა;
ინტერნეტმასალაზე მუშაობა;
ფილმის ჩვენება(გააგრძელე საქართველოს ისტორია)
რუკა;
სურათები;
ინტერნეტივიდეო
24.10.2018
1:30
სთ
12
თამარ მეფე
სახელმძღვანელოზე მუშაობა;
რუკაზე მუშაობა;
ქრონოლოგიურ სკალაზე მუშაობა;
ტესტები;
სურათები ;
ფილმის ჩვენება (გააგრძელე საქართველოს ისტორია)
რუკა;
ინტერნეტივიდეო;
სურათები;
თაბახის ფურცლები
25.10.2018
1:30
სთ
13
მონღოლები და საქართველო
სახელმძღვანელოზე მუშაობა;
რუკაზე მუშაობა;
ისტორიული წყაროს ანალიზი;
ქრონოლოგიური სკალა;
ფილმის ჩვენება(გააგრძელე საქართველოს ისტორია)

რუკა;
ინტერნეტვიდეო;
სურათები;
თაბახის ფურცლები
30.10.2018
1:30
სთ
14
დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები
რუკაზე მუშაობა;
ისტორიული წყაროს ანალიზი;

რუკა;
ინტერნეტი
31.10.2018
1:00
სთ
15
რეფორმაცია და კონტრრეფორმაცია
სასკოლო სახელმძღვანელოზე მუშაობა;
ისტორიული წყაროს ანალიზი
რუკა;
სურათები
01.11.2018
1:00
სთ
16
საქართველო და მისი მეზობლები XVI-XVIII სს
 სასკოლო სახელმძღვანელოზე მუშაობა;
 მინი ლექცია;
 ვენის დიაგრამა;
რუკაზე მუშაობა
რუკა;
დაფა;
ცარცი;
სასკოლო ლიტერატურა.

06.11.2018
1:00
სთ
17
საფრანგეთის დიდი რევოლუცია
ისტორიული წყაროს ანალიზი;
რუკაზე მუშაობა;
კარიკატურაზე  მუშაობა
რუკა;
კარიკატურა;
სურათები
07.11.2018
1:00
სთ
18
მსოფლიო XIX საუკუნეში
სახელმძღვანელოზე მუშაობა;
რუკაზე მუშაობა;
ისტორიული წყაროს ანალიზი;
ქრონოლოგიური სკალა;

რუკა;
სახელმძღვანელო ლიტერატურა;
ინტერნეტმასალა
08.11.2018
1:00
სთ
19
მსოფლიო XX საუკუნის   I ნახევარში
ისტორიული წყაროს ანალიზი;
რუკაზე მუშაობა;
კარიკატურაზე  მუშაობა
ფილმის ჩვენება( პირველი მსოფლიო ომი დოკუმენტური ფილმი)
რუკა;
კარიკატურა;
სურათები
ვიდეომასალა
13.11.2018
1:30
სთ
20
მსოფლიო XX საუკუნის  II ნახევარში
სახელმძღვანელოზე მუშაობა;
რუკაზე მუშაობა;
 ქრონოლოგიურ სკალაზე მუშაობა; ფილმის ჩვენება (მეორე მსოფლიო ომი, დოკუმენტური ფილმი ცივი ომი)
რუკა
კარიკატურა
სურათები
ვიდეომასალა
14.11.2018
1:30
სთ
21
საქართველო და საბჭოთა კავშირი
სახელმძღვანელოზე მუშაობა;
რუკაზე მუშაობა;
 ქრონოლოგიურ სკალაზე მუშაობა; ფილმის ჩვენება (მეორე მსოფლიო ომი, დოკუმენტური ფილმი ცივი ომი)
რუკა
კარიკატურა
სურათები
ვიდეომასალა
15.11.2018
1:30
სთ
22
საბჭოთა კავშირის დაშლა
ისტორიული წყაროს ანალიზი;
რუკაზე მუშაობა;
კარიკატურაზე  მუშაობა
რუკა;
კარიკატურა;
სურათები
20.11.2018
1:00
სთ
23
საქართველოს დამოუკიდებლობა
სახელმძღვანელოზე მუშაობა;
რუკაზე მუშაობა;
ისტორიული წყაროს ანალიზი;
ფილმის ჩვენება(გააგრძელე საქართველოს ისტორია)

რუკა;
ინტერნეტივიდეო;
სურათები;
თაბახის ფურცლები
21.11.2018
1:30
სთ
24
შეჯამება, ტესტები..
განვლილი აქტივობების გახსენება
ტესტებზე მუშაობა
23.11.2018
1:30
სთ





მოსწავლეთა ოლიმპიადისათვის მოსამზადებლად ჩატარებული სამუშაოს 
შეფასება/რეფლექსია

მოსწავლეთა მონაწილეობა კონკურსებში, ოლიმპიადებდი, შეჯიბრებებში მნიშვნელოვანი გამოწვევაა მათთვის. მიუხედავად შედეგისა მოსწავლეთა წინაშე  ახალი ასპარეზი იშლება წარმატების მისაღწევად, საკუთარი შესაძლებლობების შესამოწმებლად.
ჩემს მიერ მოსამზადებელი სამიზნე ჯგუფი შედგა მოსწავლეთა სურვილისამებრ,სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა  X-XI კლასის მოსწავლეები, რომლებიც დიდი ენთუზიაზმით და შემართებით ჩაებნენ მუშაობაში. შევადგინე პროგრამა, რომელშიც განვსაზღვრე მიზნები, სტანდარტები და მიმართულებები, საქმიანობის ტიპები და ფორმები, შედეგების მიღწევის გზები, შევარჩიე რესურსები და შესაბამისი აქტივობები. შეხვედრებზე მე და მოსწავლეებმა გავიარეთ და გავიხსენეთ ესგ-ს მიზნების შესაბამისად სამუშაო პროგრამა. განვიხილეთ ყველა სავალდებულო და დამატებითი საკითხები. ვიყენებდი საქმიანობის ისეთ ტიპებს, როგორიცაა: ანალიზი(ლოგიკური), კვლევა(ძიება, ამოცნობა, გარჩევა, გააზრება), მსჯელობა(მსგავსი და განსხვავებული პოზიციები, კონფლიქტისა გადაჭრის გზები, ისტორიული პერსონაჟების პიროვნული ღირებულებები), განხილვა(თემების, ინფორმაციის, იდეების), ორგანიზება(დტოის ლიმიტის დაცვა, ნამუშევრის ხარისხი).
ოლიმპიადისთვის მზადების პერიოდში, მოტივაციის ასამაღლებლად მოსწავლეებში ვიყენებდი შინაგან მოტივაციას: მოსწავლეები თავადვე პოულობდნენ ხარვეზებს და ასწორებდნენ, აკვირდებოდნენ თავიანთ ნამუშევრებს, მუშაობდნენ ღია და დახურული ტიპის ტესტებზე, აქცენტს აკეთებდნენ სუსტ მხარეებზე, გამოთქვამდნენ ვარაუდებს, მსჯელობდნენ და სახავდნენ პრობლემის გადაჭრის გზებს..
ოლიმპიადის პირველი ტური ჩატარდა 2018 წლის 24 ნოემბერს საგანი-ისტორია - სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლაში, ელექტრონულად. მაქსიმალური ქულა დაფიქსირდა 23, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად, რამაც გამოაჩინა ჩემს მიერ ჩატარებული მუშაობის ხარვეზები..
რას გავითვალისწინებ მომავალში? ვინაიდან ამ მიმართულებით და მეთოდით პირველად განვახორციელე სამიზნე ჯგუფისთვის სამოქმედო პროგრამა, თავი იჩინა გარკვეულმა პრობლემებმა თავისი სუსტი და ძლიერი მხარეებით, მომავლისთვის ამიმაღლდა მოტივაცია ვეძიო ხარვეზების აღმოფხვრის გზები. შემდგომისთვის დავსახო მეტად ეფექტური , შედეგზე ორიენტირებული სამოქმედო პროგრამა. ისტორიის ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველი მოსწავლეებისათვის შევარჩევ ისეთ აქტივობებს და ზუსტად დავგეგმავ იმ სტრატეგიებს, რომლებიც მათ დაეხმარებათ ბარიერის დაძლევაში, ტექსტის გააზრებაში, მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარების გამომუშავებაში-ტურიდან ტურამდე შედეგების გაუმჯობესებასა და ზრდაში...











2 комментария:

გამოკითხვის ფორმა

იტვირთება... გმადლობთ ყურადღებისთვის

ოლიმპიადისათვის მოსამზადებელი პროგრამა-ისტორია