თხილნარის N2 საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი გიული მიქელაძე
გაკვეთილის გეგმა
მასწავლებელი - გიული მიქელაძე
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
საგანი - საქართველოს ისტორია
|
კლასი მე -9
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
თემა: გეორგიევსკის ტრაქტატი
|
დრო - 50წთ
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მოსწავლეთა პროფილი:
კლასში არის 11 მოსწავლე; კლასში არ არის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლეები გაეცნობიან გეორგიევსკის ტრაქტატის მომზადებას, მიღებას და მის შედეგებს.
• შეძლებენ სახელმძღვანელოს ტექსტისა და დამატებითი ინფორმაციის საშუალებით გეორგიევსკის ტრაქტატის არსის გაგება-გააზრებას;
• გაანალიზებენ ქვეყნის შიგნით არსებულ მდგომარეობას, თუ რა შედეგი მოუტანა გეორგიევსკის ტრაქტატმა;
• შეძლებენ მსოფლიო ისტორიულ პროცესში საქართველოს ადგილის განსაზღვრას.
• შეაფასებენ ტრაქტატის მნიშვნელობას;
განუვითარდებათ: საკუთარი აზრის გამოთქმის,სწაფი აზროვნება,შემოქმედებითი უნარი, თანამშრომლობის,არგუმენტის მოყვანის უნარები..
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
ისტ.IX.5. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• აანალიზებს და ადარებს საგარეო ფაქტორების გავლენას ქვეყნის შიდა კონფლიქტებზე;
• მსჯელობს ომებით გამოწვეულ ცვლილებებზე და საქართველოსთვის ამ ცვლილებების მნიშვნელობაზე;
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:
მოსწავლეებმა იციან რუსეთის იმპერიასთან დადებული პირველი ხელშეკრულების შესახებ. იციან პოლიტიკური ცვლილებები XV საუკუნიდან გეორგიევსკის ტრაქტატამდე;
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
შეფასება და თვითშეფასება:
მოსწავლეთა შესაფასებლად გამოვიყენებ წინასწარ დაგეგმილ და მომზადებულ შეფასების სისტემას: თითოეული აქტივობის ბოლოს გამოვიყენებ სიტყვიერ შეფასებასდ. და განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკებს.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სასწავლო მასალა და რესურსები:
სახელმძღვანელო-საქართველოს ისტორია IX კლასი (ნ.ასათიანი,მ.ლორთქიფანიძე), დამატებითი მასალა ინტერნეტიდან "გეორგიევსკის ტრაქტატის მუხლები",მარკერი, დიდი ზომის ალექსანდროვის ფურცლები,დაფა,ცარცი, კომპიუტერი,, პროექტორი
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
გაკვეთილის მსვლელობა
საორგანიზაციო საკითხები: დროის ხანგრძლივობა -2 წთ;
მისალმება, გაკვეთილის თემა, მიზანი, შეფასების რუბრიკის გაცნობა.
წინასწარ კლასი დაყოფილია ორ ჯგუფად.თითოეულში 5-6 მოსწავლეა, რომლებსაც გაკვეთილის მსვლელობის დროს ვაძლევ შესაბამისი თემის ირგვლის სხვადასხვა ტიპის დავალებებს.
აქტივობა N 1. მოთელვა
დროის ხანგრძლივობა – 5 წთ; ორგანიზების ფორმა: ინდივიდუალური;
აქტივობის მიზანი: წინარე ცოდნის გააქტიურება
აქტივობის აღწერა: მოსწავლეები გაიხსენებენ თუ რა ხდებოდა საქართველოში XV საუკუნიდან გეორგიევსკის ტრაქტატამდე. გაიხსენებენ რუსეთის კარზე პირველ ელჩობას.გაიხსენებენ ვახტანგ მეექვსის ურთიერთობას რუსეთთან;პარალელებს გაავლებენ მსოფლიო მოვლენებსა და საქართველოში მომხდარ პოლიტიკურ მოვლენებთან; მოხაზავენ რუკაზე XV-XVIII საუკუნეების საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობას მეზობელ სახელმწიფოებთან.
აქტივობა N 2. ინტელექტუალური თამაში
დროის ხანგრძლივობა 10 წთ, ორგანიზების ფორმა ჯგუფური
აქტივობის მიზანი: სწრაფი აზროვნება, თანამშრომლობის უნარი
აქტივობის აღწერა:წინარე ცოდნის გახსენების შემდეგ გამჭვირვალე ოვალური ფორმის ჭურჭელში მოსწავლეების თვალწინ ვათავსებ ქვემოთ ჩამოთვლილ შეკითხვებს(კითხვები ეხება გეორგიევსკის ტრაქტატის წინაპირობიდან ტრაქტატის მიღების საკითხებს.) ჯგუფიდან გამოდის თითო მოსწავლე და უსვამს მოწინააღმდეგე ჯგუფის წევრებს ყულაბიდან ამოღებულ კითხვას,ვინც გასცემს პასუხს შემდეგ ის ღებულობს ჭურჭლიდან ფურცელს, სადაც შემდეგი კითხვა წერია.ეს პროცესი გრძელდება მანამ,სანამ არ ამოიწურება ყულაბაში შეკითხვები.
• ვინ იყვნენ რუსეთისა და ქართლ-კახეთის მმართველები გეორგიევსკის ტრაქტატის ხელშეკრულების დადების დროს?
• რომელ წლებში მართავდა ეკატერინე მეორე რუსეთის იმპერიას?
• რომელი წლიდან მართავდა ერეკლე მეორე ქართლ-კახეთის სამეფოს?
• რატომ უწოდეს მეფე ერეკლეს პატარა კახი?
• რომელ წელს გარდაიცვალა მეფე ერეკლე და სად არის დაკრძალული?
• რომელ წელს გაგზავნა ერეკლე მეორემ რუსეთის კარზე პირველი ელჩობა?
• ვინ ხელმძღვანელობდა ამ ელჩობას?
• რომელ წელს ითხოვა ერეკლე მეფემ ოფიციალურად რუსეთისგან მფარველობა?
• რა სახის ხელშეკრულება დაიდო ქართლ-კახეთსა და რუსეთის იმპერიას შორის?
• სად და რომელ წელს დაიდო გეორგიევსკის ტრაქტატი?
• რას ნიშნავს ტრაქტატი?
• რამდენი მუხლისგან შედგებოდა გეორგიევსკის ტრაქტატი?
• ვინ იყო წარმომადგენელი ქართლ-კახეთის მხრიდან?
• ვინ იყო წარმომადგენელი რუსეთის საიმპერატორო კარიდან?
• საბოლოოდ რომელ წელს შევიდა გეორგიევსკის ტრაქტატი ძალაში?
• რა მიზეზებმა განაპირობა გეორგიევსკის ტრაქტატის დადება.(მოიყვანეთ არგუმენტი)
• რა იყო რუსეთის იმპერიის მთავარი მიზანი?
აქტივობა N 3. საგანთა შორის კავშირი
დროის ხანგრძლივობა 6 წთ. ორგანიზების ფორმა– როლური თამაში
აქტივობის მიზანი: შემოქმედებითი უნარის გააქტიურება
აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს ვსთხოვ გაიხსენონ ნიკოლოზ ბარათაშვილის „ ბედი ქართლისა“ ,თუ რა კავშირშია ის გეორგიევსკის ტრაქტატთან. რა კვალი დატოვა მან ქართულ ლიტერატურაში და როგორ გადმოგვცა ისტორიული ფაქტები პოემის სახით. სწორედ ნიკოლოზ ბარათაშვილის ბედი ქართლისას პოემის ეპიზოდიდან მოსწავლეები გააცოცხლებენ ერეკლე მეფისა და სოლომონ ლიონიძის პერსონაჟს და წარმოგვიდგენენ მინი სპექტაკლს.
აქტივობა N 4. ჯგუფური მუშაობა .
დროის ხანგრძლივობა –15 წთ,
აქტივობის მიზანი: ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება
აქტივობის აღწერა:კლასი დაყოფილია ორ ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს ვურიგებ დამატებით რესურსს „გეორგიევსკის ტრაქტატის მუხლებს“. ტრაქტატი დავყავი ორ ნაწილად:1-7 მუხლს ამუშავებს I ჯგუფი, ხოლო დანარჩენ 8-13 მუხლს ამუშავებს II ჯგუფი. ჯგუფებს ვურიგებ დიდი ფორმატის ფურცლებს,სადაც ამოიწერენ მარკერის საშუალებით ძირითადს. მუშაობის დასრულების შემდეგ ჯგუფიდან გამოდის თითო მოსწავლე და წარმოადგენს ნამუშევარს. ერთმანეთის ნამუშევრებს უკეთებენ კომენტარებს.. ნამუშევრებს აკრავენ კედლებზე. ბოლოს ორივე ჯგუფს მასწავლებელი უსვამს შეკითხვას: რომელი პუნქტი იყო დამალული საზოგადოებისათვის და რატომ?
მასწავლებლის ქმედება: ვაკვირდები მათ მუშაობას.
აქტივობა N 5. შეჯამება
დროის ხანგრძლივობა 8 წთ, ორგანიზების ფორმა –ინდივიდუალური.
აქტივობის მიზანი: თემის გააზრება,ინფორმაციის შეკრება და დაჯგუფება,დასკვნის გაკეთება
აქტივობის აღწერა: შეჯამების გზით მოსწავლეებს ვუსვამ შეკითხვებს:
• რა მიზეზებმა განაპირობა გეორგიევსკის ტრაქტატის დადება.(მოიყვანეთ არგუმენტი)
• იყო თუ არა ეს ხელშეკრულება ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი? (დასაბუთება)
• ვინ ემხრობა ერეკლე მეფის მისწრაფებას რუსეთისკენ და ვინ არ ემხრობა?რატომ?
• თქვენ რომ ერეკლე მეფე ყოფილიყავით როგორ მოიქცეოდით?
პასუხების მიღების შემდეგ მოსწავლეებს ვურიგებ თაბახის ფურცლებს და ვსვამ კითხვას:რა დადებითი და უარყოფითი შედეგი მოუტანა გეორგიევსკის ტრაქტატმა საქართველოს?-- პირველი ჯგუფის წევრები ფიქრობენ და წერენ დადებით შედეგებზე, ხოლო მეორე ჯგუფის წევრები ფიქრობენ და წერენ უარყოფით შედეგებზე. მუშაობის დასრულების შემდეგ T სქემაზე რომელსაც ვხაზავ დაფაზე ვწერ მოსწავლეების პასუხებს.
აქტივობა N 6. საშინაო დავალება
დროის ხანგრძლივობა 2 წთ
აქტივობის მიზანი: ინდივიუალური უნარ-ჩვევების განვითარება
წერილობით დაახასიათეთ ტრაქტატის შემდეგ საქართველოს საშინაო და საგარეო ვითარება
აქტივობა N 7. შეფასება
დროის ხანგრძლივობა 2 წთ
ჯგუფური მუშაობის და პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
მოსწავლის თვითშეფასების სქემა
მოსწავლის სახელი და გვარი
|
ჯამური ქულა
რა დაგამახსოვრდა ამ გაკვეთილიდან:
სსიპ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლის პედაგოგის გიული მიქელაძის
ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსია
გაკვეთილი, რომლის თემაც იყო „გეორგიევსკის ტრაქტატი“, მიზანი იყო მოსწავლეებს გაეთავისებინათ მისი მნიშვნელობა და არსი, გაეანალიზებინათ და შეეფასათ ტრაქტატის დადებითი და უარყოფითი შედეგები.
თავდაპირველად მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის თემა, მიზანი, შეფასების რუბრიკა(ჯგუფური მუშაობის და თვითშეფასების სქემები). მოთელვის მიზნით გავახსენე წინარე ნასწავლი მასალა თუ რომელ წელს მოხდა პირველი ელჩობა რუსეთის იმპერიასთან, გაიხსენეს პოლიტიკური მდგომარეობა საქართველოში გეორგიევსკის ტრაქტატამდე(XV-XVIIIსს), და რუკის დახმარებით აღწერეს მეზობელი სახელმწიფოების შემოტევები ქვეყნის ყველა მხრიდან; მოსწავლეები დიდი ხალისით და მოტივაციით ჩაერთნენ დაგეგმილ აქტივობებში, განსაკუთრებით გამოვყოფდი ინტელექტუალურ თამაშს, რამაც უზრუნველყო მოსწავლეთა მახალი დონე თემის ირგვლივ.
გაკვეთილის შემდგომ ეტაპზე რამოდენიმე მოსწავლემ წარმოადგინა მოკლე მინი სპექტაკლი „ბედი ქართლისა“-დან, სადაც მოირგეს მეფე ერეკლესა და სოლომონ ლიონიძის როლი, რამაც გაკვეთილის პროცესი უფრო საინტერესო გახადა. შემდგომი აქტივობა ეხებოდა ჯგუფურ მუშაობას, სადაც მოსწავლეებს დავურიგე გეორგიევსკის ტრაქტატის მუხლ;ები,დაევალათ წაეკითხათ და ამოეწერათ მათთვის მნიშვნელოვანი ფაქტები და გაეკეთებინათ პრეზენტაცია. ორივე გუნდმა საკმაოდ კარგად გაართვეს თავი ჯგუფურ მუშაობაში.
გაკვეთილის შემდეგი აქტივობა იყო შეჯამება ანუ რა დადებითი და უარყოფითი შედეგი მოუტანა გეორგიევსკის ტრაქტატმა 1783 წლიდან ქართლ-კახეთის სამეფოს და შემდგომ საქართველოს. T სქემის საშუალებით მოსწავლეებმა ჩამოწერეს დადებითი და უარყოფითი მხარეები. მოსწავლეები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ გეორგიევსკის ტრაქტატმა უფრო მეტი უარყოფითი შედეგი მოუტანა ჩვენს ქვეყანას, ვიდრე დადებითი..
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს დავურიგე მოსწავლეთა თვითშეფასების სქემა, სადაც თითოეულმა მოსწავლემ შეაფასა საკუთარი თავი გაკვეთილის ჩართულობიდან გამომდინარე..
გაკვეთილის სუსტ მხარედ მინდა აღვნიშნო,იყო ის, რომ აქტივობების მსვლელობის დროს ვერ დავიცავი დროის ლიმიტი, რამაც მეტი დრო წაიღო და ვერ მოვახერხე თითოეული მოსწავლისათვის შესაბამისი ქულების დაწერა.ხელმეორედ ამავე გაკვეთილის ჩატარებისას შევიტანდი კორექტირებას, მეტ დროს დავუთმობდი მოსწავლეთა განმსაზღვრელ შეფასებას.
ჩემი აზრით მიზანი,რაც მქონდა დასახული მივაღწიე შედეგს. მოსწავლეებმა ისწავლეს ჯგუფური მუშაობის დროს ურთიერთთანამშრომლობა, პრეზენტაციის მომზადება და წარდგენა კლასის წინაშე.მთლიანობაში გაკვეთილი იყო ორგანიზებული და საინტერესო.
Комментариев нет:
Отправить комментарий