საინტერესო და მნიშვნელოვანი ფაქტები

1: ძნელად მოიძებნება ის ქართველი, რომელმაც არ იცოდეს, რომ მსოფლიოში არსებული 14 დამწერლობიდან ერთ-ერთი ქართულია, თუმცა ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, რომ სიძველით ქართული დამწერლობა მე-5 ადგილზეა, მასზე წინ მხოლოდ 
ჩინური, ბერძნული, ლათინური და ებრაული დამწერლობაა


2: სამების საკათედრო ტაძარი (98მ)სიდიდით რიგით მესამეა მსოფლიოში არსებულ მართლმადიდებულ ტაძრებს შორის, მას მხოლოდ მაცხოვრის საკათედრო ტაძარი-(მოსკოვი) და ისააკის ტაძარი-(სანკტ-პეტერბურგი)ასწრებს


3: ნაპოლეონის პირადი მცველი ქართველი იყო, -როსტომ რაზმაძე


4: ქართველთა აჯანყება კუნძულ ტექსელზე წარმოადგენს მეორე მსოფლიო ომის უკანასკნელ ევროპულ ბრძოლას.


5: სიტყვა „საქართველო“ ქართულ საისტორიო წყაროებში პირველად VIII საუკუნეში ჯუანშერთან დასტურდება, თუმცა საყოველთაოდ მისი გამოყენება მხოლოდ XIII საუკუნიდან იწყება.


6: ასწლიანი ომი სინამდვილეში 116 წელი გრძელდებოდა- 1337-1453 წწ. სწორედ ამ ომში ჩაუდგა სათავეში საფრანგეთის ჯარებს  ჟანა-დარკი, ორლეანელი ქალწული და რამოდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვებაც მოუტანა საფრანგეთს.


7: 1309-1378 წლებში რომის პაპის რეზიდენცია არა რომში არამედ საფრანგეთის ქალაქ ავინიონში იყო. პაპები ავინიონში უფრო დაცულად გრძნობდნენ თავს, ვიდრე აღელვებულ რომში. 1378 წელს გრეგორი XI-მ რეზიდენცია კვლავ რომში დააბრუნა და ამით დაასრულა ე.წ. პაპების ტყვეობა ავინიონში.



8: ახ.წ . 74 წელს რომის იმპერატორმა ვესპასიანემ სამოქალაქო ომში გახარჯა ხაზინის თითქმის მთელი თანხა. ფულის შესაგროვებლად მან შექმნა პირველი ფასიანი საზოგადოებრივი ტუალეტები. მან განაცხადა "ფულს სუნი არ აქვს"



9: 330წ. რომის იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა იმპერიის დედაქალაქი რომიდან ბიზანტიონში გადაიტანა, რომელსაც სახელი შეუცვალა და უწოდა კონსტანტინეპოლო.


10: 622წლიდან მუსლიმანები ახალ წელთაღრიცხვას იწყებენ. სწორედ ამ წელს მოხდა ჰიჯრა,მუჰამედის მექადან მედინაში გადასახლება.



11:  1189-1192წწ. III ჯვაროსნული ლაშქრობა გერმანიის იმპერატორ ფრიდრიხ I-ის, საფრანგეთის მეფის ფილიპე II-ის და ინგლისის მეფე რიჩარდ I-ის მეთაურობით.



12:  1453წ თურქ-ოსმალებმა სულთან მეჰმედ მეორის ხელმძღვანელობით აიღეს კონსტანტინეპოლი, ბიზანტიის იმპერია დაეცა. კონსტანტინოპოლს სახელწოდება შეუცვალეს და უწოდეს სტამბული.


13: 1812წ. ბოროდინოსთან ნაპოლეონ ბონაპარტესა და რუსეთის არმიას შორის გენერალური ბრძოლა გაიმართა.



14:  ბერძენმა იმპერატორმა დრაკონმა, თავისი მმართველობა უცნაურად დაასრულა. ერთ-ერთი საჯარო გამოსვლის დროს, მას თაყვანისმცემლებმა ქუდები და მოსასხამები ესროლეს, რის შედეგადაც მმართველი უბრალოდ დაიხრჩო.




15: მითრიდატე VI (მითრიდატე VI ერთ-ერთი უძველესი მმართველი), ხშირად იღებდა შხამის მცირე დოზებს, რათა მოწამვლის მცდელობის შემთხვევაში, ორგანზმს შესწეოდა შხამთან გამკლავება. მან მართლაც შეძლო გამოემუშავებინა ეს უნარი და როდესაც სურდა მოეკლა თავი შხამით არ გამოუვიდა, ამიტომ დაწყებული საქმე ხმლით დაასრულა თავისმა მსახურმა



16:  მე-16 საუკუნეში, ჩინეთში გავრცელებული დასჯის ფორმა იყო -ერთი ფუნტი მარილის შეჭმა.

















Комментариев нет:

Отправить комментарий

გამოკითხვის ფორმა

იტვირთება... გმადლობთ ყურადღებისთვის

ოლიმპიადისათვის მოსამზადებელი პროგრამა-ისტორია