понедельник, 18 февраля 2019 г.

გაკვეთილის გეგმა "გეორგიევსკის ტრაქტატი"



 თხილნარის N2 საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი  გიული მიქელაძე

                                              გაკვეთილის გეგმა
მასწავლებელი - გიული მიქელაძე

საგანი - საქართველოს ისტორია
 კლასი  მე -9
თემა:     გეორგიევსკის ტრაქტატი
დრო - 50წთ
მოსწავლეთა პროფილი:
კლასში არის 11 მოსწავლე; კლასში არ არის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე  მოსწავლე.
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლეები გაეცნობიან გეორგიევსკის ტრაქტატის მომზადებას, მიღებას და მის შედეგებს.
          შეძლებენ სახელმძღვანელოს ტექსტისა და დამატებითი ინფორმაციის საშუალებით  გეორგიევსკის ტრაქტატის არსის გაგება-გააზრებას;
          გაანალიზებენ ქვეყნის შიგნით არსებულ მდგომარეობას, თუ რა შედეგი მოუტანა გეორგიევსკის ტრაქტატმა;
          შეძლებენ მსოფლიო ისტორიულ პროცესში საქართველოს ადგილის განსაზღვრას.
           შეაფასებენ ტრაქტატის მნიშვნელობას;
განუვითარდებათ: საკუთარი აზრის გამოთქმის,სწაფი აზროვნება,შემოქმედებითი უნარი, თანამშრომლობის,არგუმენტის მოყვანის უნარები..
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
 ისტ.IX.5. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე.
     შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
          აანალიზებს და ადარებს საგარეო ფაქტორების გავლენას ქვეყნის შიდა კონფლიქტებზე;
          მსჯელობს ომებით გამოწვეულ ცვლილებებზე და საქართველოსთვის ამ ცვლილებების მნიშვნელობაზე;


საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:
მოსწავლეებმა იციან რუსეთის იმპერიასთან დადებული პირველი ხელშეკრულების შესახებ. იციან პოლიტიკური ცვლილებები XV საუკუნიდან გეორგიევსკის ტრაქტატამდე;
შეფასება და თვითშეფასება:
მოსწავლეთა შესაფასებლად გამოვიყენებ წინასწარ დაგეგმილ და მომზადებულ შეფასების სისტემას: თითოეული აქტივობის ბოლოს  გამოვიყენებ სიტყვიერ შეფასებასდ. და განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკებს.
სასწავლო მასალა და რესურსები:
სახელმძღვანელო-საქართველოს ისტორია IX კლასი (ნ.ასათიანი,მ.ლორთქიფანიძე), დამატებითი მასალა ინტერნეტიდან "გეორგიევსკის ტრაქტატის მუხლები",მარკერი, დიდი ზომის ალექსანდროვის ფურცლები,დაფა,ცარცი, კომპიუტერი,, პროექტორი
                    

                                  გაკვეთილის მსვლელობა

საორგანიზაციო საკითხები: დროის ხანგრძლივობა -2 წთ;
 მისალმება, გაკვეთილის თემა, მიზანი, შეფასების რუბრიკის გაცნობა.

   წინასწარ კლასი დაყოფილია ორ ჯგუფად.თითოეულში 5-6 მოსწავლეა, რომლებსაც გაკვეთილის მსვლელობის დროს ვაძლევ  შესაბამისი თემის ირგვლის სხვადასხვა ტიპის დავალებებს.

      აქტივობა  N 1. მოთელვა
დროის ხანგრძლივობა – 5 წთ;  ორგანიზების ფორმა: ინდივიდუალური;
აქტივობის მიზანი: წინარე ცოდნის გააქტიურება
აქტივობის აღწერა: მოსწავლეები გაიხსენებენ თუ რა ხდებოდა საქართველოში XV საუკუნიდან გეორგიევსკის ტრაქტატამდე. გაიხსენებენ რუსეთის კარზე პირველ ელჩობას.გაიხსენებენ ვახტანგ მეექვსის ურთიერთობას რუსეთთან;პარალელებს გაავლებენ მსოფლიო მოვლენებსა და საქართველოში მომხდარ პოლიტიკურ მოვლენებთან; მოხაზავენ რუკაზე XV-XVIII საუკუნეების საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობას მეზობელ სახელმწიფოებთან.


     აქტივობა N 2. ინტელექტუალური თამაში
  დროის ხანგრძლივობა 10 წთ,  ორგანიზების ფორმა ჯგუფური
  აქტივობის მიზანი: სწრაფი აზროვნება, თანამშრომლობის უნარი
 აქტივობის აღწერა:წინარე ცოდნის გახსენების შემდეგ გამჭვირვალე ოვალური ფორმის ჭურჭელში მოსწავლეების თვალწინ ვათავსებ ქვემოთ ჩამოთვლილ შეკითხვებს(კითხვები ეხება გეორგიევსკის ტრაქტატის წინაპირობიდან ტრაქტატის მიღების საკითხებს.) ჯგუფიდან გამოდის თითო მოსწავლე და უსვამს მოწინააღმდეგე ჯგუფის წევრებს ყულაბიდან ამოღებულ კითხვას,ვინც გასცემს პასუხს შემდეგ ის ღებულობს ჭურჭლიდან ფურცელს, სადაც შემდეგი კითხვა წერია.ეს პროცესი გრძელდება მანამ,სანამ არ ამოიწურება ყულაბაში შეკითხვები.
           ვინ იყვნენ რუსეთისა და ქართლ-კახეთის მმართველები გეორგიევსკის ტრაქტატის ხელშეკრულების დადების დროს?
          რომელ წლებში მართავდა ეკატერინე მეორე რუსეთის იმპერიას?
          რომელი წლიდან მართავდა ერეკლე მეორე ქართლ-კახეთის სამეფოს?
          რატომ უწოდეს მეფე ერეკლეს პატარა კახი?
          რომელ წელს გარდაიცვალა მეფე ერეკლე და სად არის დაკრძალული?
          რომელ წელს გაგზავნა ერეკლე მეორემ რუსეთის კარზე პირველი ელჩობა?
          ვინ ხელმძღვანელობდა ამ ელჩობას?
          რომელ წელს ითხოვა ერეკლე მეფემ ოფიციალურად რუსეთისგან მფარველობა?
          რა სახის ხელშეკრულება დაიდო ქართლ-კახეთსა და რუსეთის იმპერიას შორის?
          სად და რომელ წელს დაიდო გეორგიევსკის ტრაქტატი?
          რას ნიშნავს ტრაქტატი?
          რამდენი მუხლისგან შედგებოდა გეორგიევსკის ტრაქტატი?     
          ვინ იყო წარმომადგენელი ქართლ-კახეთის მხრიდან?
          ვინ იყო წარმომადგენელი რუსეთის საიმპერატორო კარიდან?
          საბოლოოდ რომელ წელს შევიდა გეორგიევსკის ტრაქტატი ძალაში?
          რა მიზეზებმა განაპირობა გეორგიევსკის ტრაქტატის დადება.(მოიყვანეთ არგუმენტი)
          რა იყო რუსეთის იმპერიის მთავარი მიზანი?



     აქტივობა  N 3.   საგანთა შორის კავშირი
დროის ხანგრძლივობა 6 წთ. ორგანიზების ფორმა– როლური თამაში
   აქტივობის მიზანი: შემოქმედებითი უნარის გააქტიურება
   აქტივობის აღწერა:  მოსწავლეებს ვსთხოვ  გაიხსენონ ნიკოლოზ ბარათაშვილის „ ბედი ქართლისა“ ,თუ რა კავშირშია ის გეორგიევსკის ტრაქტატთან.   რა  კვალი დატოვა მან ქართულ ლიტერატურაში და როგორ გადმოგვცა ისტორიული ფაქტები პოემის სახით. სწორედ ნიკოლოზ ბარათაშვილის ბედი ქართლისას პოემის ეპიზოდიდან მოსწავლეები გააცოცხლებენ ერეკლე მეფისა და სოლომონ ლიონიძის პერსონაჟს და წარმოგვიდგენენ   მინი სპექტაკლს.

    აქტივობა   N 4.  ჯგუფური მუშაობა .
დროის ხანგრძლივობა –15 წთ,
   აქტივობის  მიზანი: ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება
   აქტივობის აღწერა:კლასი დაყოფილია ორ ჯგუფად.  თითოეულ ჯგუფს ვურიგებ დამატებით რესურსს „გეორგიევსკის ტრაქტატის მუხლებს“. ტრაქტატი  დავყავი ორ ნაწილად:1-7 მუხლს ამუშავებს I ჯგუფი, ხოლო დანარჩენ 8-13 მუხლს ამუშავებს II ჯგუფი. ჯგუფებს ვურიგებ დიდი ფორმატის ფურცლებს,სადაც ამოიწერენ მარკერის საშუალებით ძირითადს.  მუშაობის დასრულების შემდეგ ჯგუფიდან გამოდის თითო მოსწავლე და წარმოადგენს ნამუშევარს. ერთმანეთის ნამუშევრებს უკეთებენ კომენტარებს.. ნამუშევრებს აკრავენ კედლებზე. ბოლოს ორივე ჯგუფს მასწავლებელი უსვამს შეკითხვას: რომელი პუნქტი იყო დამალული საზოგადოებისათვის და რატომ?
     მასწავლებლის ქმედება:  ვაკვირდები მათ მუშაობას.


   აქტივობა  N 5.  შეჯამება
 დროის ხანგრძლივობა  8 წთ,  ორგანიზების ფორმა –ინდივიდუალური.
 აქტივობის მიზანი:  თემის გააზრება,ინფორმაციის შეკრება და დაჯგუფება,დასკვნის გაკეთება
  აქტივობის აღწერა:  შეჯამების გზით მოსწავლეებს ვუსვამ შეკითხვებს:
          რა მიზეზებმა განაპირობა გეორგიევსკის ტრაქტატის დადება.(მოიყვანეთ არგუმენტი)
          იყო თუ არა ეს ხელშეკრულება ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი? (დასაბუთება)
          ვინ ემხრობა ერეკლე მეფის მისწრაფებას რუსეთისკენ და ვინ არ ემხრობა?რატომ?
          თქვენ რომ ერეკლე მეფე ყოფილიყავით როგორ მოიქცეოდით?
   პასუხების მიღების შემდეგ  მოსწავლეებს ვურიგებ თაბახის ფურცლებს და ვსვამ კითხვას:რა  დადებითი და უარყოფითი შედეგი მოუტანა გეორგიევსკის ტრაქტატმა საქართველოს?--  პირველი ჯგუფის წევრები ფიქრობენ და წერენ დადებით შედეგებზე, ხოლო მეორე ჯგუფის წევრები ფიქრობენ და წერენ უარყოფით შედეგებზე. მუშაობის დასრულების შემდეგ T სქემაზე რომელსაც ვხაზავ დაფაზე  ვწერ მოსწავლეების პასუხებს.


 აქტივობა N 6.  საშინაო დავალება
  დროის ხანგრძლივობა 2 წთ
  აქტივობის მიზანი: ინდივიუალური უნარ-ჩვევების განვითარება
 წერილობით დაახასიათეთ ტრაქტატის შემდეგ საქართველოს საშინაო და საგარეო ვითარება


  აქტივობა N 7.  შეფასება
   დროის ხანგრძლივობა 2 წთ

   ჯგუფური მუშაობის და პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
ცუდად(1-5)
საშუალოდ(6-7)
კარგად(8-9)
ძალიან კარგად(10)
იცავენ ჯგუფური მუშაობის წესებს




ჯგუფის წევრები  ერთად მუშაობენ დასახული მიზნის  მისაღწევად




უსმენენ ერთმნეთს და იზიარებენ ერთმანეთის მოსაზრებებს




ჯგუფის წევრები ისმენენ მასწავლებლის ინსტრუქციებს და თავს ართმევენ მიცემულ დავალებებს




ჯგუფი ამზადებს პრეზენტაციას,წარმოაჩენენ მთავარ საკითრს/აზრს.




პრეზენტაციის დროს იცავენ დროის ლიმიტს





  
   მოსწავლის თვითშეფასების სქემა
  მოსწავლის სახელი და გვარი
 კრიტერიუმები
ბუნდოვანია (0)
საშუალოდ გავიგე (1)
კარგად გავიგე(2)
ვიყავი აქტიურად  ჩართული საგაკვეთილო პროცესში



პრეზენტაციისას გამოვთქვი ჩემი წილი აზრი



ჯგუფის წევრებს ვეხმარებოდი დავალების შესრულებაში



ყურადღებით ვუსმენდი და პატივს ვცემდი სხვის აზრს



მსჯელობისას ვამყარებდი შესაბამისი არგუმენტებით



                          



ჯამური ქულა
რა დაგამახსოვრდა ამ გაკვეთილიდან:




სსიპ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლის პედაგოგის გიული მიქელაძის
                             ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსია
გაკვეთილი, რომლის თემაც იყო   „გეორგიევსკის ტრაქტატი“, მიზანი იყო მოსწავლეებს გაეთავისებინათ მისი მნიშვნელობა და არსი, გაეანალიზებინათ და შეეფასათ ტრაქტატის დადებითი და უარყოფითი შედეგები.
თავდაპირველად მოსწავლეებს გავაცანი  გაკვეთილის თემა, მიზანი, შეფასების რუბრიკა(ჯგუფური მუშაობის და თვითშეფასების სქემები). მოთელვის მიზნით გავახსენე წინარე ნასწავლი მასალა თუ რომელ წელს მოხდა პირველი ელჩობა რუსეთის იმპერიასთან, გაიხსენეს პოლიტიკური მდგომარეობა საქართველოში გეორგიევსკის ტრაქტატამდე(XV-XVIIIსს), და რუკის დახმარებით აღწერეს მეზობელი სახელმწიფოების შემოტევები ქვეყნის ყველა მხრიდან; მოსწავლეები დიდი ხალისით და მოტივაციით ჩაერთნენ  დაგეგმილ აქტივობებში, განსაკუთრებით გამოვყოფდი ინტელექტუალურ თამაშს, რამაც უზრუნველყო მოსწავლეთა მახალი დონე თემის ირგვლივ.
გაკვეთილის შემდგომ ეტაპზე რამოდენიმე მოსწავლემ წარმოადგინა მოკლე მინი სპექტაკლი „ბედი ქართლისა“-დან, სადაც მოირგეს მეფე ერეკლესა და სოლომონ ლიონიძის როლი, რამაც გაკვეთილის პროცესი უფრო საინტერესო გახადა.  შემდგომი აქტივობა ეხებოდა ჯგუფურ მუშაობას, სადაც მოსწავლეებს დავურიგე გეორგიევსკის ტრაქტატის მუხლ;ები,დაევალათ წაეკითხათ და ამოეწერათ მათთვის მნიშვნელოვანი  ფაქტები და გაეკეთებინათ პრეზენტაცია. ორივე გუნდმა საკმაოდ კარგად გაართვეს თავი ჯგუფურ მუშაობაში.
გაკვეთილის შემდეგი აქტივობა  იყო  შეჯამება ანუ რა დადებითი და უარყოფითი შედეგი მოუტანა  გეორგიევსკის ტრაქტატმა 1783 წლიდან ქართლ-კახეთის სამეფოს და შემდგომ საქართველოს. T სქემის საშუალებით მოსწავლეებმა ჩამოწერეს დადებითი და უარყოფითი მხარეები. მოსწავლეები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ  გეორგიევსკის ტრაქტატმა უფრო მეტი უარყოფითი შედეგი მოუტანა ჩვენს ქვეყანას, ვიდრე დადებითი..
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს დავურიგე მოსწავლეთა თვითშეფასების სქემა, სადაც თითოეულმა მოსწავლემ შეაფასა საკუთარი თავი გაკვეთილის ჩართულობიდან გამომდინარე..
გაკვეთილის სუსტ მხარედ მინდა აღვნიშნო,იყო ის, რომ აქტივობების მსვლელობის დროს ვერ დავიცავი დროის ლიმიტი, რამაც მეტი დრო წაიღო და ვერ მოვახერხე თითოეული მოსწავლისათვის შესაბამისი ქულების დაწერა.ხელმეორედ ამავე გაკვეთილის ჩატარებისას შევიტანდი კორექტირებას, მეტ დროს დავუთმობდი მოსწავლეთა განმსაზღვრელ  შეფასებას.
ჩემი აზრით მიზანი,რაც მქონდა დასახული მივაღწიე შედეგს. მოსწავლეებმა ისწავლეს ჯგუფური მუშაობის დროს ურთიერთთანამშრომლობა, პრეზენტაციის მომზადება და წარდგენა კლასის წინაშე.მთლიანობაში გაკვეთილი იყო ორგანიზებული და საინტერესო.


пятница, 15 февраля 2019 г.

წრის სამოქმედო გეგმა. ისტორია "ფარი"



                     საწრეო   მუშაობა
           ისტორიის მოყვარულთა წრე "ფარი"
სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლაში შეიქმნა ისტორიის მოყვარულთა წრე „ფარი“.
სამიზნე ჯგუფი:  საბაზო საფეხურის მოსწავლეები - VII კლასი
1.   აბულაძე ლუკა
2.   აკვაზბა ზეინაბ
3.   ფუტკარაძე ლუკა
4.   დიმიტრაძე ვალუკი
5.   გუნდაძე გურანდა
6.   მოფინაძე თორნიკე
7.   ბერიძე ნონა
8.   ბერიძე ანა
9.   პაპიძე ლადო
10. ტეტემაძე გიგა
11. ბერიძე როზა
წრის კურატორი: საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის ისტორიის პედაგოგი  გიული მიქელაძე
მიზანი:  შეისწავლონ სირმისეულად პოლიტიკური მოღვაწეების ბიოგრაფია, მათი გატარებული რეფორმები, პიროვნების დადებითი და უარყოფითი თვისებები.. მოსწავლეები შეძენილი ინფორმაციის საშუალებით შეძლებენ და ეცოდინებათ თუ  რა მნიშვნელობა ჰქონდათ ამ პოლიტიკურ ფიგურებს ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის. ეს ყოველივე ხელი შეუწყოს მოსწავლეებში ინფორმაციის მოძიებას, დახარისხებას,  გაიგებენ და შეისწავლიან უამრავ ფაქტებსა და მოვლენებს, რომელიც აამაღლებს მოსწავლერების ცნობიერების დონეს,ინტელექტს.
განუვითარდებათ: ინფორმაციის მოძიების, დახარისხების, სხვისი აზრების გაზიარების,თანამშრომლობითი, შემოქმედებითი აზროვნების, მსჯელობის, ანალიზის პრეზენტაციის წარდგენის, წიგნიერების უნარები...
აქტუალობა: მოსწავლეებს გაუღვივდებათ ისტორიის მიმართ უფრო მეტი სიყვარული, გაითავისებენ ამათუიმ ისტორიულ ფაქტს და მოვლენებს.. ჩამოყალიბდებიან სრულუფლებიანი მოქალაქეები. წრის დანიშნულებაა მოსწავლეებს გაუღრმავოს და განუმტკიცოს ისტორიული პიროვნების  მიმართ ცოდნა, აუმაღლოს მოსწავლეებს ინტერესი და მოტივაცია.. წრის მუშაობა ხელს შეუწყობს VII  კლასის მოსწავლეებს გაამყარონ  და განიმტკიცონ ცოდნა..სახალისოპ და სასიამოვნო რომ გახდეს თითოეული აქტივობა ჩატარდება სხვადასხვა პროფილით: საწრეო შეხვედრა ღია ცისქვეშ.. მოსწავლეების ინიციატივით შეხვედრებზე გამოყენებული იქნება მრავალფეროვანი აქტივობები..
თემატიკა: პოლიტიკური პიროვნებები, მმართველები, მხედართმთავრები,ფილმის ჩვენება
საწრეო მუშაობის პროგრამა: მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ აქტივობებს.
სასწავლო რესურსი: პლაკატები, კომპიუტერი,დამატებითი ლიტერატურა, სახელმძღვანელო, კალამი, დაფა, ცარცი, თაბახის ფურცლები,ფლიჩქარტები..
აღწერა: წრის მონაწილე მოსწავლეების რეგისტრაცია, მოსწავლეთა მშობლებისათვის წრის მუშაობის მიზნის გაცნობა,შეხვედრის განრიგი.
შესაბამისობა ესგ-ს გათვალისწინებულ შედეგებთან:
 მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში.
მოსწავლე დროის სკალაზე აღნიშნავს პიროვნების მნიშვნელოვან მოვლენებს..
ახასიათებს მის დადებით და უარყოფით თვისებებს.
მოსალოდნელი შედეგები: წრის წევრები საფუძვლიანად შეისწავლიან პოლიტიკური პიროვნებების ოსტორიას, ისტორიული მასალის მოპოვებისა და დამუშავების გზით შეძლებენ მინი ნაშრომების შექმნას და წრის წევრებისადმი წარდგენას.. საწრეო მუშაობა ხელს შეუწყობს ისტორიის საგნისადმი მეტ დაინტერესებას, გაიგებენ ამბებს იმ მნიშვნელოვან პირებზე, რომლებმაც ღრმა კვალი დატოვეს ისტორიაში..
საწრეო მუშაობა ხელს შეუწყობს მოსწავლეებში, სკოლაში საგნის პოპულარიზაციას. მოსწავლეებს გაუჩნდებათ საგნისადმი უფრო მეტი ინტერესი და პატივისცემა, გაიზრდება მოსწავლეთა ცოდნის დონე.
წრის მუშაობაში ჩართული პირები: საბაზო საფეხურზე მყოფი მოსწავლეები (VII), მოსწავლეთა მშობლები და ისტორიის მასწავლებელი..
მოსწავლეთა ასაკი: 12-13 წლის
დრო: წრის მუშაობა განხორციელდება  2019 წლის მეორე სემესტრიდან კვირაში ერთხელ  ყოველ სამშაბათს. გაგრძელდება 2019 წლის 14 ივნისამდე, შეხვედრის დრო 13:30 საათიდან  14:30 საათამდე


წრის მეცადინეობის გეგმა

N
თარღი
თემის დასახელება
საათების რაოდეობა
1
22.01.2019
გაერთიანებული შეხვედრა წრის წევრებთან
1სთ
2
29.01.2019
თემატიკის შერჩევა მოსწავლეების მონაწილეობით
1სთ
3
05.02.2019
კიროს მეორე
1სთ
4
12.02.2019
ალექსანდრე მაკედონელი
1სთ
5
19.02.2019
რიჩარდ ლომგული
1სთ
6
26.02.2019
ატილა
1სთ
7
05.03.2019
გაიუს იულიუს კეისარი
1სთ
8
12.03.2019
სალადინი
1სთ
9
19.03.2019
კარლოს დიდი
1სთ
10
26.03.2019
ჩინგიზ ყაენი
1სთ
11
02.04.2019
თემურ ლენგი
1სთ
12
10.04.2019
ნაპოლეონ ბონაპარტი
1სთ
13
16.04.2019
პეტრე პირველი
1სთ
14
23.04.2019
თამარ მეფე
1სთ
15
30.04.2019
დავით აღმაშენებელი
1სთ
16
07.05.2019
ერეკლე მეორე
1სთ
17
14.05.2019
გიორგი სააკაძე
1სთ
18
21.05.2019
იოსებ ჯუღაშვილი-სტალინი
1სთ
19
04.06.2019
ადოლფ ჰიტლერი
1სთ
20
11.06.2019
შეჯამება-ტესტები
1სთ



პირველი შეხვედრა: 22.01.2019
გაერთიანებული შეხვედრა წრის წევრებთან
 წრის მონაწილე მოსწავლეების რეგისტრაცია, მოსწავლეთა მშობლებისათვის წრის მუშაობის მიზნის გაცნობა,შეხვედრის განრიგი.

მეორე შეხვედრა: 29.01.2019
თემატიკის შერჩევა მოსწავლეების მონაწილეობით
წრის წევრებმა ერთობლივი შეთანხმებით გადავწყვიტეთ სამომავლოდ წრის შეხვედრები და სამოქმედო გეგმა უნდა ჩატარებულიყო შემდეგი თემატიკის მიხედვით: პოლიტიკური პიროვნებები, მმართველები, მხედართმთავრები.
 მეშვიდე კლასის ისტორიის  სასწავლო პროგრამაში  ჩვენს მიერ შედგენილი სამოქმედო გეგმის თემებია არის აღნიშნული, მაგრამ ვსწავლობთ ზედაპირულად, ამიტომ წრის წევრებმა გადაწყვიტეს უფრო სიღრმისეულად შეესწავლათ.


მესამე შეხვედრა: 05.02.2019
თემა: კიროს მეორე 
მოსწავლეები წინასწარ დაყოფილი იყვნენ წყვილებში,  წარმოადგინეს  პეზენტაციები, ისაუბრეს კიროს დიდის შესახებ, მისი მმართველობისა და დაპყრობების დადებით და უარყოფით მხარეებზე. 
შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა. 










მეოთხე შეხვედრა: 12.02.2019
თემა: ალექსანდრე მაკედონელი
მოსწავლეები წინასწარ დაყოფილია წყვილებში, მათ მივეცი მითითებები თუ რა უნდა  გაეკეთებინათ ამ თემის ირგვლივ.. მართლაც მოსწავლეების მიერ მიცემული დავალება ძალზედ საინტერესო იყო.. წყვილებს მოძიებული ქონდათ საინტერესო ფაქტები და მოვლენები ალექსანდრე მაკედონელის ცხოვრებიდან, პრეზენტაცია წარმოადგინეს როგორც პლაკატების სახით,ასევე Power Point-ში, ისაუბრეს მის მშობლებზე,აღმზრდელზე, მის მიერ ჩატარებულ ომებზე,მისი მმართველობის ღვაწლზე, მის დადებით და უარყოფით მხარეებზე.. იმსჯელეს და დისკუსია გამართეს:ალექსანდრე მაკედონელს, რომ მემკვიდრე დაეტოვებინა როგორ წარიმართებოდა იმპერიის ბედი?!
შეხცედრა საინტერესოდ წარიმართა.










მეხუთე შეხვედრა: 19.02.2019
თემა: რიჩარდ ლომგული
მეხუთე შეხვედრაზე მოსწავლეებმა განიხილეს თემა რიჩარდ პირველი ლომგული. მოსწავლეები წინასწარ დაყოფილი იყვნენ ჯგუფებად, მოძიებული ინფორმაცია წარმოადგინეს flipchart-ის ფურცლებზე.. პრეზენტაციის დასრულების შემდგომ სადისკუსიოდ დაისვა შეკითხვა: იყო თუ არა სამართლიანი რიჩარდ ლომგულის მკვლელის წამება მართებული? მოსწავლეთა ნაწილი მიიჩნევდა რომ ინგლისელები სამართლიანად მოიქცნენ, ნაწილი კი უარს ამბობს ამგვარ ქმედებაზე,აღნიშნეს რომ სხვაგვარი მეთოდით შეიძლებოდა მკვლელის დასჯა.ჩამოთვალეს მეთოდებიც..
მოკლედ რომ შევაჯამოთ, საინტერესო გაკვეთილი გამოვიდა,რისთვისაც ჩემს ბავშვებს მადლობას გადავუხდი .









მეშვიდე შეხვედრა: 05.03.2019
თემა:  გაიუს იულიუს კეისარი

მეშვიდე  შეხვედრაზე მოსწავლეებმა განიხილეს თემა გაიუს იულიუს კეისარი..
მოსწავლეები მუშაობდნენ ინდივიდუალურად, მოძიებული ინფორმაცია წარმოადგინეს flipchart-ის ფურცლებზე და Power Point-ის საშუალებით; პრეზენტაციის დასრულების შემდგომ სადისკუსიო შეკითხვა იყო: რატომ მოკლეს კეისარი? არის თუარა დღეს მეგობარი სანდო?
საინტერესო გაკვეთილი გამოვიდა,რისთვისაც ჩემს ბავშვებს მადლობას გადავუხდი...












მერვე შეხვედრა: 12.03.2019
თემა: სალადინი
მერვე  შეხვედრაზე მოსწავლეებმა განიხილეს თემა სალადინი
მოსწავლეებმა მოძიებული ინფორმაცია წარმოადგინეს flipchart-ის ფურცლებზე და Power Point-ის საშუალებით;  საინტერესო გაკვეთილი გამოვიდა,რისთვისაც ჩემს ბავშვებს მადლობას გადავუხდი...




მეცხრე შეხვედრა: 19.03.2019
თემა:  კარლოს დიდი
მოსწავლეები წინასწარ დაყოფილია წყვილებში, მათ მივეცი მითითებები თუ რა უნდა  გაეკეთებინათ ამ თემის ირგვლივ.. მართლაც მოსწავლეების მიერ მიცემული დავალება  საინტერესო იყო.. წყვილებს მოძიებული ქონდათ საინტერესო ფაქტები და მოვლენები კიროს დიდის  ცხოვრებიდან, პრეზენტაცია წარმოადგინეს როგორც პლაკატების სახით,ასევე Power Point-ში, ისაუბრეს მის  მიერ ჩატარებულ ომებზე,მისი მმართველობის ღვაწლზე, მის დადებით და უარყოფით მხარეებზე..
მოსწავლეებს განუვითარდათ ინფორმაციის მოძიების, დახარისხების,შეფასების უნარ-ჩვევები, პრეზენტაციის უნარი..
შეხცედრა საინტერესოდ წარიმართა.







მეათე შეხვედრა: 26.03.2019
თემა. ჩინგიზ ყაენი
მასწავლებელმა მოსწავლეებს სთხოვა მოეძიებინათ დოკუმენტური მასალა ჩინგის ყაენზე..მოსწავლეების მიერ მოძიებული  დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა.რის შემდეგ მოსწავლეებს დავავალე დაეხასიათებინათ ჩინგიზ ყაენის პიროვნების როლი ისტორიოგრაფიაში.. მოსწავლეებმა იმსჯელეს მის დადებით და უაროფით მხარეებზე..




მეთერთმეტე შეხვედრა: 02.04.2019
თემა: თემურ ლენგი
მეთერთმეტე შეხვედრაზე მოსწავლეებმა განიხილეს თემურ ლენგი.
მასწავლებელმა მოსწავლეებს აჩვენა დოკუმენტური ფილმი გააგრძელე საქართველოს ისტორია თემურ ლეგზე და მის ლაშქრობებზე. ჩვენების შემდეგ მოხდა ვიდეო რგოლის განხილვა.



მეთორმეტე შეხვედრა: 10.04.2019
თემა: ნაპოლეონ ბონაპარტი
მოსწავლეებს დავავალე შეძლებისდაგვარად რა ინფორმაციის მოპოვებასაც შეძლებდნენ მოეძიათ და ამოეწერათ ძირითადი თარიღები.. მოსწავლეები მუშაობენ როგორც სახელმძღვანელოსთან ასევე კომპიუტერთანაც.იძიებენ მასალას და აწარმოებენ ჩანაწერებს.



მეცამმეტე შეხვედრა: 16.04.2019
თემა: პეტრე პირველი
მოსწავლეებმა მოიძიეს დოკუმენტური მასალები პეტრე პირველზე და მოაწყვეს  კლასში  ჩვენება.  შემდგომ კი სახელმძღვანელოსა და დოკუმენტურ ფილმზე დაყრდნობით შეაფასეს პეტრე პირველის მოღვაწეობა.




მეთოთხმეტე შეხვედრა: 23.04.2019
თემა: თამარ მეფე
მიუხედავად იმისა, რომ მეშვიდე კლასში თამარ მეფე არ ისწავლება, მოსწავლეთა თხოვნით საწრეო თემად ავირჩიეთ მეფე თამარი. მოსწავლეებმა თავდაპირველად გაიხსენეს წინა კლასებში  ნასწავლი ინფორმაცია და ახალი ინფორმაცია დააშენეს ზედ, ანუ მოიძიეს მეფე თამარზე როგორც დოკუმენტური ფილმები, ასევე სხვა სახის ინფორმაციები და კლასის წინაშე მოაწყვეს მოძიებული ინფორმაციის პრეზენტიება.





მეთხუთმეტე შეხვედრა: 30.04.2019
თემა: დავით აღმაშენებელი
მიუხედავად იმისა, რომ მეშვიდე კლასში ეს თემა არ ისწავლება, მოსწავლეების სურვილით ავირჩიეთ საწრეო შეხვედრაზე. მოსწავლეებმა თავდაპირველად გაიხსენეს დავით აღმაშენებელზე ყველა სახის ინფორმაცია. შემდეგ მოისურვეს მოეძიებინათ დოკუმენტური ფილმები.შექმნეს კროსვორდები. მოძიებული მასალები წარმოადგინეს საწრეო შეხვედრაზე. გაუშვეს ფილმი გააგრძელე საქართველოს ისტორია და ნასწავლი და ნანახი მასალა შეადარეს ერთმანეთს და საბოლოოდ შეაფასეს დავით აღმაშენებლის პიროვნების ღვაწლი.









მეთექვსმეტე შეხვედრა: 07.05.2019
თემა: ერეკლე მეორე
მიუხედავად იმისა, რომ მეშვიდე კლასში არ ისწავლება ეს თემა, მოსწავლეების სურვილით შემდეგი შეხვედრა ჩავატარეთ ერეკლე მეორეზე..
თავდაპირველად მოსწავლეებმა გაიხსენეს მეფე ერეკლეზე ინფორმაცია და შემდგომ ისაუბრეს მისი მეფობის დადებით და უარყოფით მხარეებზე.გაიმართა დისკუსია უნდა დადებულიყო თუ არა გეორგიევსკის ტრაქტატი საქართველოსა და რუსეთის იმპერიას შორის. მოსწავლეთა აზრი ორად გაიყო.მათ დაასაბუთეს თავიანთი ვერსიები არგუმენტირებულად. იმსჯელეს მის დადებით და უარყოფით მხარეებზე.
საბოლოო ჯამში შეაფასეს ერეკლე მეფის პიროვნების როლი ისტორიოგრაგიაში.. შეხვედრამ  საინტერესოდ ჩაიარა.




მეჩვიდმეტე შეხვედრა:  14.05.2019
თემა: გიორგი სააკაძე
როდესაც საკითხი დადგა თუ რომელ გამოჩენილ პიროვნებაზე უნდა შემდგარიყო შემდეგი შეხვედრა, მოსწავლეებმა  ქართველ გამოჩენილ მხედართმთავარზე შეაჩერეს არჩევანი, გიორგი სააკაძის შესახებ წინა კლასში(მეექვსე) ჰქონდათ ნასწავლი, მაგრამ კიდევ ერთხელ მოინდომეს გახსენება. მასწავლებელმა დასვა კითხვა  თუ რა იცოდნენ გიორგი სააკაძის შესახებ.. მოსწავლეებმა გაიხსენეს ინფორმაცია , ზოგი რამ უკვე დავიწყებული ჰქონდათ. ამიტომ მასწავლებელმა დაავალა მოსწავლეებს მოეძიებინათ გიორგი სააკაძის შესახებ სხვადასხვა ვებგვერდიდან მასალები და წარმოედგინათ. შეხვედრაზე განიხილეს დიდი მოურავის პიროვნების ღვაწლი ისტორიოგრაფიაში. დასასრულს მასწავლებელმა მოსწავლეებს აჩვენა ფილმი "გიორგი სააკაძე".



სემესტრის ბოლო შეხვედრა:
მოსწავლებმა იმუშავეს  ღია და დახურული ტიპის ტესტებზე, იმ თემებზე ჰქონდათ ტესტები რაზეც მთელი სემესტრის განმავლობაში  მუშაობდნენ.. მოსწავლეებმა წარმატებით გაართვენ მუშაობას..












ისტორიის მოყვარულთა წრის რეფლექსია
            

2019 წლის მეორე სემესტრის დასაწყისში გადავწყვიტე  მოსწავლეთა ცოდნის გასაუმჯობესებლად ჩამომეყალიბებინა ისტორიის მოყვარულთა წრე, შევადგინე სამოქმედო გეგმა და განცხადებით მივმართე სკოლის დირექციას, დირექციამ დამრთო ნება მეწარმოებინა სკოლის შენობაში საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდგომ საწრეო მუშაობა. საწრეო მუშაობის მთავარი მიზანი იყო მოსწავლეებში მეტი დაინტერესება და მოტივაცია ისტორიის მიმართ, მნიშვნელოვანი ფაქტების და მოვლენების გაგება-გააზრება, სირმისეულად შესწავლა პოლიტიკური მოღვაწეების ბიოგრაფიის, მათი გატარებული რეფორმები, ისტორიული პიროვნებების დადებითი და უარყოფითი თვისებები..  შეძენილი ინფორმაციის საშუალებით შევძლებდი მოსწავლეებში ჩამომეყალიბებინა თანამშრომლობითი, შემოქმედებითი უნარები,  კრიტიკული აზროვნება.. ყოველი შეხვედრა გათვალისწინებული იყო ბლუმის ტაქსონომიის ყველა საფეხურზე, რაც მიღწეულ იქნა. ეს ყოველივე კი მამოტივირებელი საშუალება იქნებოდა მოსწავლეებში მოტივაციის ასამაღლებლად.
დასაწყისში სკოლის დერეფანში გამოვაკარი განცხადება საწრეო მუშაობის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, შევარჩიე სამიზნე ჯგუფად მეშვიდე კლასის მოსწავლეები, რათა ისინი საბაზო საფეხურის პირველ ეტაპს გადიოდნენ, მათთვის რთულად აღსაქმელი იყო ახალი ისტორია, იმისათვის რომ უფრო იოლად და მარტივი ხერხებით შეესწავლათ   შესასწავლი მასალა,  სწორედ ამიტომ შევარჩიე მეშვიდე კლასი.
მოსწავლეებს გავაცანი საწრეო მუშაობის პროგრამა, მათი სურვილისამებს მოვახდინე მოდიფიცირება და  შევიტანეთ ერთობლივი გადაწყვეტილებით  სამოქმედო გეგმაში ის ძირითადი საკითხები რითაც იყვნენ დაინტერესებული  უფრო სიღრმისეულად შეესწავლათ..  მოვაგვარეთ საორგანიზაციო საკითხები, შევქმენით სლოგანი: „ისტორია ყველგან და ყოველთვის.“  შევარჩიეთ წრის სახელწოდება „ფარი“. დავგეგმეთ შეხვედრის დრო(ყოველი კვირის სამშაბათი დღე)  და მეცადინეობის ხანგრძლივობა(1 საათი- 13:30-14:30).
საწრეო მუშაობა დიდი ხალისით დაიწყეს მოსწავლეებმა. ისინი აქტიურად თანამშრომლობდნენ ერთმანეთში როგორც ჯგუფური მუშაობის დროს, ასევე წყვილებში. მიცემულ მასალაზე იძიებდნენ ახალ ინფორმაციას და ამზადებდნენ პრეზენტაციებს.
საწრეო  მუშაობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში ისტორიის პოპულარიზაციას, უფრო მეტი ინტერესით ჩაერთვნენ მუშაობაში. იყო შემთხვევა , როცა ერთი  მოსწავლე ნაკლებად იყო ჩართული საწრეო მუშაობის პროცესში, მაგრამ მალევე შევამჩნიე და მოვახდინე პრობლემის აღმოფხვრა ინდივიდუალურად ინტერვიუს სახით.
მოსწავლეთა უმრავლესობამ შეძლო დასახული მიზნის მიღწევა, ხოლო იმ მოსწავლეებმა ვისაც გაუჭირდა ამ ფორმით მიზნის მიღწევა, მომავალი წლისთვის გავითვალისწინებ მათ შესაძლებლობებს და შევადგენ ისეთ გეგმას სადაც მოხდება უფრო მეტიჩართულობა და დაინტერრესება საგნის მიმართ და ამაღლდება მოტივაციაც.
მოსწავლეების აქტივობები და შესრულებული დავალები გამოქვეყნებულია ჩემს პირად ბლოგის გვერდზე: https://gigenoe1987.blogspot.com/2019/02/blog-post.html


ისტორიის წრის კურატორი: გიული მიქელაძე
ელ-ფოსტა: gigenoe1987@gmail.com
ბლოგის მისამართი: https://gigenoe1987.blogspot.com/




გამოკითხვის ფორმა

იტვირთება... გმადლობთ ყურადღებისთვის

ოლიმპიადისათვის მოსამზადებელი პროგრამა-ისტორია