https://learningapps.org/user/giulimiqe
ჩემს მიერ შექმნილი რესურსები-ვიქტორინები
1: როდის გაჩნდა ჰომო ერექტუსი:
ა) 2 მლნ.წლის წინ ბ) 2,5 მლნ.წლის წინ გ) 3 მლნ.წლის წინ
2: პირველი ადამიანი იყო:
ა) ჰომო ერექტუსი ბ) ჰომო ჰაბილისი გ) ჰომო საპიენსი
3: ჰომო ჰაბილისი, ანუ:
ა) გამართულად მოსიარულე ადამიანი ბ) მარჯვე ადამიანი გ) გონიერი ადამიანი
4: ისტორიის მამა:
ა) სტრაბონი ბ) ჰეროდოტე გ) არისტოტელე დ) ტაციტუსი
5: რომელ წელს გაიმართა ქადეშის ბრძოლა:
ა) ძვ.წ. 1274 წელს ბ) ძვ.წ. 1374 წელს გ) ძვ.წ. 1256 წელს
6: რომელი საუკუნიდან ჩნდებიან ჰიქსოსები ეგვიპტეში:
ა) ძვ.წ. XV ბ) ძვ.წ. XX გ) ძვ.წ XVI
7: რომელი ფარაონის სამარხის გაძარცვა ვერ შეძლეს მძარცველებმა:
ა) რამსეს მეორის ბ) ტუტანხამონის გ) თოტმეს მესამის
8: რომელია ყველაზე ძველი კანონთა კრებული:
ა) გორტინის კანონები ბ) ხამურაბის კანონები გ) დრაკონის კანონები
9: რომელ წელს აიღეს სპარსელებმა ბაბილონი:
ა) ძვ.წ. 541 წელს ბ) ძვ.წ. 540 წელს გ) ძვ.წ. 539 წელს
10: რომელ წელს დაეცა ასურეთი:
ა) ძვ.წ. 605 წელს ბ) ძვ.წ. 506 წელს გ) ძვ.წ. 600 წელს
11: ჩინეთის რომელი მმართველის აკლდამას იცავდა 10 ათას კაციანი ტერაკოტას არმია:
ა) ში ჰუანგდის ბ) ჯუნ ჟენის გ) იუნ ძის
12: "ვედების ეპოქა" მოიცავს პერიოდს:
ა) ძვ.წ. 1500-400 წწ ბ) ძვ.წ. 1500-500 წწ გ) ძვ.წ. 1400-500 წწ
13: რომელ ქვეყნებს შორის მიმდინარეობდა ქადეშის ბრძოლა:
ა) ეგვიპტესა და ასურეთს შორის ბ) ურარტუსა და ხეთებს შორის გ) ეგვიპტესა და ხეთებს შორის
14: ხეთების რომელმა მეფემ აიღო ბაბილონი ძვ.წ. 1531 წელს:
ა) მუვათალიმ ბ) მურსილიმ გ) სუფილულიუმმა
15: რომელ წელს დაარსდა კართაგენი:
ა) ძვ.წ. 825 წელს ბ) ძვ.წ. 876 წელს გ) ძვ.წ. 780 წელს
16: ისრაელის პირველი მეფე იყო:
ა) დავითი ბ) საული გ) სოლომონი
17: ჩამოთვლილთაგან რომელია სპარსეთის მმართველი:
ა) ეხნატონი ბ) მუვათალი გ) კიროს მეორე
18: რომელ წლებში მართავდა სპარსეთის იმპერიას კიროს მეორე:
ა) ძვ.წ. 559-530 წწ ბ) ძვ.წ. 595-550 წწ გ) ძვ.წ. 540-523 წწ
19: სპარსეთის რომელმა მმართველმა დაყო იმპერია სატრაპიებად:
ა) კიროს მეორემ ბ) ქსერქსემ გ) დარიოს პირველმა
20: აქემენიანთა იმპერიის რელიგია იყო:
ა) ზოროასტრიზმი ბ) ბუდიზმი გ) ფეტიშიზმი
21: რომელ საუკუნეში მოხდა ტროას ომი:
ა) XII ს ბ) XIII ს გ) XIV ს
22: რომელ წელს ავიდა მაკედონიის ტახტზე ალექსანდრე
მაკედონელი:
ა) ძვ.წ.
338 წელს ბ) ძვ.წ. 336 წელს გ) ძვ.წ. 330 წელს
23: ალექსანდრე მაკედონელის მამა იყო:
ა) არისტოტელე
ბ) ფილიპე მეორე გ) დარიოს მესამე
24: რომელი ბრძოლა გამართა ალექსანდრე მაკედონელმა ძვ.წ.
331 წელს სპარსელებთან:
ა) გავგამელას ბრძოლა ბ) ტვიროსის ბრძოლა გ) ისოსის ბრძოლა
25: რომელ წელს მოხდა 10 ათასი მაკედონელი მეომრის დაქორწინება
სპარსელ ქალზე:
ა) ძვ.წ. 331 წელს ბ) ძვ.წ. 327 წელს გ)
ძვ.წ. 324 წელს
26: რა სახელით არის ცნობილი ისტორიაში ალექსანდრე მაკედონელის
გარდაცვალების შემდეგ მის სარდლებს შორის მომხდარი ბრძოლა:
ა) დიოაქისები ბ) დიოქოსები გ) დიოდოქოსები
27: აპენინის ნ/კ-ზე, დღევანდელი იტალიის ტერიტორიაზე ძვ.წ. I ნახევარში გაჩნდა
პატარა ქალაქ-სახელმწიფო
ა) რომი ბ) მილანი გ) ვენა
28: რომი დაარსდა:
ა) ძვ.წ. 770 წელს ბ) ძვ.წ. 753 წელს გ) ძვ.წ. 732წელს
29: რომის უკანასკნელი
მეფე იყო:
ა) ტარკვინიუს სუპერბუსი ბ) ნუმა პომპილიუსი გ) რომულუსი
30: რას ნიშნავს რესპუბლიკა:
პასუხი:
31: ვინ იყო რომის მთავარი მეტოქე აღმოსავლეთში ძვ.წ.
I საუკუნეში:
პასუხი:
32: ვინ იყო რომის მთავარი მეტოქე დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში:
33: ვისი სიტყვებია: „მივედი, ვნახე, გავიმარჯვე“
ა) პომპეუსის ბ) ოქტავიანე ავგუსტუსის გ) იულიუს კეისრის
34: რომელ წელს გამოსცა კონსტანტინე პირველმა მილანის
ედიქტი და რას ითვალისწინებდა:
ა) 313 წელს, რწმენის შემწყნარებლობას ბ) 330 წელს, წარმართული ტაძრების დახურვას
გ) 337 წელს, ქრისტიანული სარწმუნოების აკრძალვას
35: რომელ წელს ჩატარდა მსოფლიოს პირველი საეკლესიო
კრება:
ა) 320 წელს
ბ) 323 წელს გ) 325 წელს დ) 345 წელს
36: „ხალხთა დიდი გადასახლება“ მოიცავს პერიოდს:
ა) IV-VII სს ბ) V-VII სს გ) V-VIII სს
37: რა სახელით არის ცნობილი ატილა ისტორიაში:
ა) ღვთის რისხვა ბ) ატილა დიდი გ) ატილა მოკლე
38: რომელ წელს გაიმართა კატალაუნის ბრძოლა და ვის შორის:
ა) 455 წელს რომსა და გოთებს შორის ბ) 451 წელს რომსა და ჰუნებს შორის
გ) 450 წელს გოთებსა და ჰუნებს შორის
39: რომელ წელს აიღო ალარიხმა „მარადიული ქალაქი“ რომი:
ა) 453 წელს ბ) 410 წელს გ) 400 წელს
40: რომელ წელს გაიყო რომის იმპერია ორად:
ა) 395 წელს ბ) 390 წელს გ) 400 წელს