суббота, 25 мая 2019 г.

შემაჯამებელი ტესტები


https://learningapps.org/user/giulimiqe
ჩემს მიერ შექმნილი რესურსები-ვიქტორინები




1: როდის გაჩნდა ჰომო ერექტუსი:
ა) 2 მლნ.წლის წინ   ბ) 2,5 მლნ.წლის წინ    გ) 3 მლნ.წლის წინ

2: პირველი ადამიანი იყო:
ა) ჰომო ერექტუსი   ბ) ჰომო ჰაბილისი    გ) ჰომო საპიენსი

3: ჰომო ჰაბილისი, ანუ:
ა) გამართულად მოსიარულე ადამიანი    ბ) მარჯვე ადამიანი    გ) გონიერი ადამიანი

4: ისტორიის მამა:
ა) სტრაბონი    ბ) ჰეროდოტე    გ) არისტოტელე     დ) ტაციტუსი

5: რომელ წელს გაიმართა ქადეშის ბრძოლა:
ა) ძვ.წ. 1274 წელს    ბ) ძვ.წ. 1374 წელს    გ) ძვ.წ. 1256 წელს

6: რომელი საუკუნიდან ჩნდებიან ჰიქსოსები ეგვიპტეში:
ა) ძვ.წ. XV          ბ) ძვ.წ. XX               გ) ძვ.წ XVI

7: რომელი ფარაონის სამარხის გაძარცვა ვერ შეძლეს მძარცველებმა:
ა) რამსეს მეორის     ბ) ტუტანხამონის     გ) თოტმეს მესამის

8: რომელია ყველაზე ძველი კანონთა კრებული:
ა) გორტინის კანონები    ბ) ხამურაბის კანონები      გ)  დრაკონის კანონები 

9: რომელ წელს აიღეს სპარსელებმა ბაბილონი:
ა) ძვ.წ. 541 წელს      ბ) ძვ.წ.  540 წელს      გ) ძვ.წ. 539 წელს

10: რომელ წელს დაეცა ასურეთი:
ა) ძვ.წ. 605 წელს     ბ) ძვ.წ. 506 წელს       გ) ძვ.წ. 600 წელს

11: ჩინეთის რომელი მმართველის აკლდამას იცავდა 10 ათას კაციანი ტერაკოტას არმია:
ა)  ში ჰუანგდის       ბ) ჯუნ ჟენის         გ)  იუნ ძის

12: "ვედების ეპოქა" მოიცავს პერიოდს:
ა) ძვ.წ. 1500-400 წწ            ბ) ძვ.წ. 1500-500 წწ              გ) ძვ.წ. 1400-500 წწ

13: რომელ ქვეყნებს შორის მიმდინარეობდა ქადეშის ბრძოლა:
ა) ეგვიპტესა და ასურეთს შორის      ბ) ურარტუსა და ხეთებს შორის      გ) ეგვიპტესა და ხეთებს შორის

14: ხეთების რომელმა მეფემ აიღო ბაბილონი ძვ.წ. 1531 წელს:
ა) მუვათალიმ      ბ) მურსილიმ      გ) სუფილულიუმმა

15: რომელ წელს დაარსდა კართაგენი:
ა) ძვ.წ. 825 წელს            ბ) ძვ.წ. 876 წელს       გ) ძვ.წ. 780 წელს

16: ისრაელის პირველი მეფე იყო:
ა) დავითი       ბ) საული        გ) სოლომონი

17: ჩამოთვლილთაგან რომელია სპარსეთის მმართველი:
ა) ეხნატონი      ბ) მუვათალი      გ) კიროს მეორე

18: რომელ წლებში მართავდა სპარსეთის იმპერიას კიროს მეორე:
ა) ძვ.წ. 559-530 წწ             ბ) ძვ.წ. 595-550 წწ            გ) ძვ.წ. 540-523 წწ

19: სპარსეთის რომელმა მმართველმა დაყო იმპერია  სატრაპიებად:
ა) კიროს მეორემ       ბ) ქსერქსემ       გ) დარიოს პირველმა

20: აქემენიანთა იმპერიის რელიგია იყო:
ა) ზოროასტრიზმი       ბ) ბუდიზმი       გ) ფეტიშიზმი


21: რომელ საუკუნეში მოხდა ტროას ომი:
ა) XII ს                ბ) XIII ს                 გ) XIV ს


22: რომელ წელს ავიდა მაკედონიის ტახტზე ალექსანდრე მაკედონელი:
ა)  ძვ.წ. 338 წელს     ბ) ძვ.წ. 336 წელს        გ) ძვ.წ. 330 წელს

23: ალექსანდრე მაკედონელის მამა იყო:
ა) არისტოტელე      ბ) ფილიპე მეორე       გ) დარიოს მესამე

24: რომელი ბრძოლა გამართა ალექსანდრე მაკედონელმა ძვ.წ. 331 წელს სპარსელებთან:
ა) გავგამელას ბრძოლა         ბ) ტვიროსის ბრძოლა      გ) ისოსის ბრძოლა

25: რომელ წელს მოხდა 10 ათასი მაკედონელი მეომრის დაქორწინება სპარსელ ქალზე:
ა) ძვ.წ. 331 წელს         ბ) ძვ.წ. 327 წელს           გ)  ძვ.წ. 324 წელს

26: რა სახელით არის ცნობილი ისტორიაში ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალების შემდეგ მის სარდლებს შორის მომხდარი ბრძოლა:
ა) დიოაქისები           ბ) დიოქოსები              გ) დიოდოქოსები

27: აპენინის ნ/კ-ზე, დღევანდელი იტალიის ტერიტორიაზე  ძვ.წ.  I ნახევარში გაჩნდა პატარა ქალაქ-სახელმწიფო
ა) რომი              ბ) მილანი              გ) ვენა

28: რომი დაარსდა:
ა) ძვ.წ. 770 წელს          ბ) ძვ.წ. 753 წელს          გ) ძვ.წ. 732წელს

 29: რომის უკანასკნელი მეფე იყო:
ა) ტარკვინიუს სუპერბუსი        ბ) ნუმა პომპილიუსი        გ) რომულუსი

30: რას ნიშნავს რესპუბლიკა:
პასუხი:

31: ვინ იყო რომის მთავარი მეტოქე აღმოსავლეთში ძვ.წ. I საუკუნეში:
პასუხი:
32: ვინ იყო რომის მთავარი მეტოქე დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში:

33: ვისი სიტყვებია: „მივედი, ვნახე, გავიმარჯვე“
ა) პომპეუსის           ბ) ოქტავიანე ავგუსტუსის           გ) იულიუს კეისრის

34: რომელ წელს გამოსცა კონსტანტინე პირველმა მილანის ედიქტი და რას ითვალისწინებდა:
ა) 313 წელს, რწმენის შემწყნარებლობას         ბ) 330 წელს, წარმართული ტაძრების დახურვას      
გ) 337 წელს, ქრისტიანული სარწმუნოების აკრძალვას

35: რომელ წელს ჩატარდა მსოფლიოს პირველი საეკლესიო კრება:
ა) 320 წელს      ბ) 323 წელს        გ) 325 წელს           დ) 345 წელს

36: „ხალხთა დიდი გადასახლება“ მოიცავს პერიოდს:
ა) IV-VII სს             ბ) V-VII  სს               გ) V-VIII სს

37: რა სახელით არის ცნობილი ატილა ისტორიაში:
ა) ღვთის რისხვა             ბ) ატილა დიდი             გ) ატილა მოკლე

38: რომელ წელს გაიმართა კატალაუნის ბრძოლა და ვის შორის:
ა) 455 წელს რომსა და გოთებს შორის           ბ) 451 წელს რომსა და ჰუნებს შორის
გ) 450 წელს გოთებსა და ჰუნებს შორის

39: რომელ წელს აიღო ალარიხმა  „მარადიული ქალაქი“ რომი:
ა) 453 წელს             ბ) 410 წელს               გ) 400 წელს

40: რომელ წელს გაიყო რომის იმპერია ორად:
ა) 395 წელს              ბ) 390 წელს           გ) 400 წელს
















































среда, 15 мая 2019 г.

საინტერესო და მნიშვნელოვანი ფაქტები

1: ძნელად მოიძებნება ის ქართველი, რომელმაც არ იცოდეს, რომ მსოფლიოში არსებული 14 დამწერლობიდან ერთ-ერთი ქართულია, თუმცა ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, რომ სიძველით ქართული დამწერლობა მე-5 ადგილზეა, მასზე წინ მხოლოდ 
ჩინური, ბერძნული, ლათინური და ებრაული დამწერლობაა


2: სამების საკათედრო ტაძარი (98მ)სიდიდით რიგით მესამეა მსოფლიოში არსებულ მართლმადიდებულ ტაძრებს შორის, მას მხოლოდ მაცხოვრის საკათედრო ტაძარი-(მოსკოვი) და ისააკის ტაძარი-(სანკტ-პეტერბურგი)ასწრებს


3: ნაპოლეონის პირადი მცველი ქართველი იყო, -როსტომ რაზმაძე


4: ქართველთა აჯანყება კუნძულ ტექსელზე წარმოადგენს მეორე მსოფლიო ომის უკანასკნელ ევროპულ ბრძოლას.


5: სიტყვა „საქართველო“ ქართულ საისტორიო წყაროებში პირველად VIII საუკუნეში ჯუანშერთან დასტურდება, თუმცა საყოველთაოდ მისი გამოყენება მხოლოდ XIII საუკუნიდან იწყება.


6: ასწლიანი ომი სინამდვილეში 116 წელი გრძელდებოდა- 1337-1453 წწ. სწორედ ამ ომში ჩაუდგა სათავეში საფრანგეთის ჯარებს  ჟანა-დარკი, ორლეანელი ქალწული და რამოდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვებაც მოუტანა საფრანგეთს.


7: 1309-1378 წლებში რომის პაპის რეზიდენცია არა რომში არამედ საფრანგეთის ქალაქ ავინიონში იყო. პაპები ავინიონში უფრო დაცულად გრძნობდნენ თავს, ვიდრე აღელვებულ რომში. 1378 წელს გრეგორი XI-მ რეზიდენცია კვლავ რომში დააბრუნა და ამით დაასრულა ე.წ. პაპების ტყვეობა ავინიონში.



8: ახ.წ . 74 წელს რომის იმპერატორმა ვესპასიანემ სამოქალაქო ომში გახარჯა ხაზინის თითქმის მთელი თანხა. ფულის შესაგროვებლად მან შექმნა პირველი ფასიანი საზოგადოებრივი ტუალეტები. მან განაცხადა "ფულს სუნი არ აქვს"



9: 330წ. რომის იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა იმპერიის დედაქალაქი რომიდან ბიზანტიონში გადაიტანა, რომელსაც სახელი შეუცვალა და უწოდა კონსტანტინეპოლო.


10: 622წლიდან მუსლიმანები ახალ წელთაღრიცხვას იწყებენ. სწორედ ამ წელს მოხდა ჰიჯრა,მუჰამედის მექადან მედინაში გადასახლება.



11:  1189-1192წწ. III ჯვაროსნული ლაშქრობა გერმანიის იმპერატორ ფრიდრიხ I-ის, საფრანგეთის მეფის ფილიპე II-ის და ინგლისის მეფე რიჩარდ I-ის მეთაურობით.



12:  1453წ თურქ-ოსმალებმა სულთან მეჰმედ მეორის ხელმძღვანელობით აიღეს კონსტანტინეპოლი, ბიზანტიის იმპერია დაეცა. კონსტანტინოპოლს სახელწოდება შეუცვალეს და უწოდეს სტამბული.


13: 1812წ. ბოროდინოსთან ნაპოლეონ ბონაპარტესა და რუსეთის არმიას შორის გენერალური ბრძოლა გაიმართა.



14:  ბერძენმა იმპერატორმა დრაკონმა, თავისი მმართველობა უცნაურად დაასრულა. ერთ-ერთი საჯარო გამოსვლის დროს, მას თაყვანისმცემლებმა ქუდები და მოსასხამები ესროლეს, რის შედეგადაც მმართველი უბრალოდ დაიხრჩო.




15: მითრიდატე VI (მითრიდატე VI ერთ-ერთი უძველესი მმართველი), ხშირად იღებდა შხამის მცირე დოზებს, რათა მოწამვლის მცდელობის შემთხვევაში, ორგანზმს შესწეოდა შხამთან გამკლავება. მან მართლაც შეძლო გამოემუშავებინა ეს უნარი და როდესაც სურდა მოეკლა თავი შხამით არ გამოუვიდა, ამიტომ დაწყებული საქმე ხმლით დაასრულა თავისმა მსახურმა



16:  მე-16 საუკუნეში, ჩინეთში გავრცელებული დასჯის ფორმა იყო -ერთი ფუნტი მარილის შეჭმა.
















понедельник, 18 февраля 2019 г.

გაკვეთილის გეგმა "გეორგიევსკის ტრაქტატი"



 თხილნარის N2 საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი  გიული მიქელაძე

                                              გაკვეთილის გეგმა
მასწავლებელი - გიული მიქელაძე

საგანი - საქართველოს ისტორია
 კლასი  მე -9
თემა:     გეორგიევსკის ტრაქტატი
დრო - 50წთ
მოსწავლეთა პროფილი:
კლასში არის 11 მოსწავლე; კლასში არ არის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე  მოსწავლე.
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლეები გაეცნობიან გეორგიევსკის ტრაქტატის მომზადებას, მიღებას და მის შედეგებს.
          შეძლებენ სახელმძღვანელოს ტექსტისა და დამატებითი ინფორმაციის საშუალებით  გეორგიევსკის ტრაქტატის არსის გაგება-გააზრებას;
          გაანალიზებენ ქვეყნის შიგნით არსებულ მდგომარეობას, თუ რა შედეგი მოუტანა გეორგიევსკის ტრაქტატმა;
          შეძლებენ მსოფლიო ისტორიულ პროცესში საქართველოს ადგილის განსაზღვრას.
           შეაფასებენ ტრაქტატის მნიშვნელობას;
განუვითარდებათ: საკუთარი აზრის გამოთქმის,სწაფი აზროვნება,შემოქმედებითი უნარი, თანამშრომლობის,არგუმენტის მოყვანის უნარები..
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
 ისტ.IX.5. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე.
     შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
          აანალიზებს და ადარებს საგარეო ფაქტორების გავლენას ქვეყნის შიდა კონფლიქტებზე;
          მსჯელობს ომებით გამოწვეულ ცვლილებებზე და საქართველოსთვის ამ ცვლილებების მნიშვნელობაზე;


საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:
მოსწავლეებმა იციან რუსეთის იმპერიასთან დადებული პირველი ხელშეკრულების შესახებ. იციან პოლიტიკური ცვლილებები XV საუკუნიდან გეორგიევსკის ტრაქტატამდე;
შეფასება და თვითშეფასება:
მოსწავლეთა შესაფასებლად გამოვიყენებ წინასწარ დაგეგმილ და მომზადებულ შეფასების სისტემას: თითოეული აქტივობის ბოლოს  გამოვიყენებ სიტყვიერ შეფასებასდ. და განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკებს.
სასწავლო მასალა და რესურსები:
სახელმძღვანელო-საქართველოს ისტორია IX კლასი (ნ.ასათიანი,მ.ლორთქიფანიძე), დამატებითი მასალა ინტერნეტიდან "გეორგიევსკის ტრაქტატის მუხლები",მარკერი, დიდი ზომის ალექსანდროვის ფურცლები,დაფა,ცარცი, კომპიუტერი,, პროექტორი
                    

                                  გაკვეთილის მსვლელობა

საორგანიზაციო საკითხები: დროის ხანგრძლივობა -2 წთ;
 მისალმება, გაკვეთილის თემა, მიზანი, შეფასების რუბრიკის გაცნობა.

   წინასწარ კლასი დაყოფილია ორ ჯგუფად.თითოეულში 5-6 მოსწავლეა, რომლებსაც გაკვეთილის მსვლელობის დროს ვაძლევ  შესაბამისი თემის ირგვლის სხვადასხვა ტიპის დავალებებს.

      აქტივობა  N 1. მოთელვა
დროის ხანგრძლივობა – 5 წთ;  ორგანიზების ფორმა: ინდივიდუალური;
აქტივობის მიზანი: წინარე ცოდნის გააქტიურება
აქტივობის აღწერა: მოსწავლეები გაიხსენებენ თუ რა ხდებოდა საქართველოში XV საუკუნიდან გეორგიევსკის ტრაქტატამდე. გაიხსენებენ რუსეთის კარზე პირველ ელჩობას.გაიხსენებენ ვახტანგ მეექვსის ურთიერთობას რუსეთთან;პარალელებს გაავლებენ მსოფლიო მოვლენებსა და საქართველოში მომხდარ პოლიტიკურ მოვლენებთან; მოხაზავენ რუკაზე XV-XVIII საუკუნეების საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობას მეზობელ სახელმწიფოებთან.


     აქტივობა N 2. ინტელექტუალური თამაში
  დროის ხანგრძლივობა 10 წთ,  ორგანიზების ფორმა ჯგუფური
  აქტივობის მიზანი: სწრაფი აზროვნება, თანამშრომლობის უნარი
 აქტივობის აღწერა:წინარე ცოდნის გახსენების შემდეგ გამჭვირვალე ოვალური ფორმის ჭურჭელში მოსწავლეების თვალწინ ვათავსებ ქვემოთ ჩამოთვლილ შეკითხვებს(კითხვები ეხება გეორგიევსკის ტრაქტატის წინაპირობიდან ტრაქტატის მიღების საკითხებს.) ჯგუფიდან გამოდის თითო მოსწავლე და უსვამს მოწინააღმდეგე ჯგუფის წევრებს ყულაბიდან ამოღებულ კითხვას,ვინც გასცემს პასუხს შემდეგ ის ღებულობს ჭურჭლიდან ფურცელს, სადაც შემდეგი კითხვა წერია.ეს პროცესი გრძელდება მანამ,სანამ არ ამოიწურება ყულაბაში შეკითხვები.
           ვინ იყვნენ რუსეთისა და ქართლ-კახეთის მმართველები გეორგიევსკის ტრაქტატის ხელშეკრულების დადების დროს?
          რომელ წლებში მართავდა ეკატერინე მეორე რუსეთის იმპერიას?
          რომელი წლიდან მართავდა ერეკლე მეორე ქართლ-კახეთის სამეფოს?
          რატომ უწოდეს მეფე ერეკლეს პატარა კახი?
          რომელ წელს გარდაიცვალა მეფე ერეკლე და სად არის დაკრძალული?
          რომელ წელს გაგზავნა ერეკლე მეორემ რუსეთის კარზე პირველი ელჩობა?
          ვინ ხელმძღვანელობდა ამ ელჩობას?
          რომელ წელს ითხოვა ერეკლე მეფემ ოფიციალურად რუსეთისგან მფარველობა?
          რა სახის ხელშეკრულება დაიდო ქართლ-კახეთსა და რუსეთის იმპერიას შორის?
          სად და რომელ წელს დაიდო გეორგიევსკის ტრაქტატი?
          რას ნიშნავს ტრაქტატი?
          რამდენი მუხლისგან შედგებოდა გეორგიევსკის ტრაქტატი?     
          ვინ იყო წარმომადგენელი ქართლ-კახეთის მხრიდან?
          ვინ იყო წარმომადგენელი რუსეთის საიმპერატორო კარიდან?
          საბოლოოდ რომელ წელს შევიდა გეორგიევსკის ტრაქტატი ძალაში?
          რა მიზეზებმა განაპირობა გეორგიევსკის ტრაქტატის დადება.(მოიყვანეთ არგუმენტი)
          რა იყო რუსეთის იმპერიის მთავარი მიზანი?



     აქტივობა  N 3.   საგანთა შორის კავშირი
დროის ხანგრძლივობა 6 წთ. ორგანიზების ფორმა– როლური თამაში
   აქტივობის მიზანი: შემოქმედებითი უნარის გააქტიურება
   აქტივობის აღწერა:  მოსწავლეებს ვსთხოვ  გაიხსენონ ნიკოლოზ ბარათაშვილის „ ბედი ქართლისა“ ,თუ რა კავშირშია ის გეორგიევსკის ტრაქტატთან.   რა  კვალი დატოვა მან ქართულ ლიტერატურაში და როგორ გადმოგვცა ისტორიული ფაქტები პოემის სახით. სწორედ ნიკოლოზ ბარათაშვილის ბედი ქართლისას პოემის ეპიზოდიდან მოსწავლეები გააცოცხლებენ ერეკლე მეფისა და სოლომონ ლიონიძის პერსონაჟს და წარმოგვიდგენენ   მინი სპექტაკლს.

    აქტივობა   N 4.  ჯგუფური მუშაობა .
დროის ხანგრძლივობა –15 წთ,
   აქტივობის  მიზანი: ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება
   აქტივობის აღწერა:კლასი დაყოფილია ორ ჯგუფად.  თითოეულ ჯგუფს ვურიგებ დამატებით რესურსს „გეორგიევსკის ტრაქტატის მუხლებს“. ტრაქტატი  დავყავი ორ ნაწილად:1-7 მუხლს ამუშავებს I ჯგუფი, ხოლო დანარჩენ 8-13 მუხლს ამუშავებს II ჯგუფი. ჯგუფებს ვურიგებ დიდი ფორმატის ფურცლებს,სადაც ამოიწერენ მარკერის საშუალებით ძირითადს.  მუშაობის დასრულების შემდეგ ჯგუფიდან გამოდის თითო მოსწავლე და წარმოადგენს ნამუშევარს. ერთმანეთის ნამუშევრებს უკეთებენ კომენტარებს.. ნამუშევრებს აკრავენ კედლებზე. ბოლოს ორივე ჯგუფს მასწავლებელი უსვამს შეკითხვას: რომელი პუნქტი იყო დამალული საზოგადოებისათვის და რატომ?
     მასწავლებლის ქმედება:  ვაკვირდები მათ მუშაობას.


   აქტივობა  N 5.  შეჯამება
 დროის ხანგრძლივობა  8 წთ,  ორგანიზების ფორმა –ინდივიდუალური.
 აქტივობის მიზანი:  თემის გააზრება,ინფორმაციის შეკრება და დაჯგუფება,დასკვნის გაკეთება
  აქტივობის აღწერა:  შეჯამების გზით მოსწავლეებს ვუსვამ შეკითხვებს:
          რა მიზეზებმა განაპირობა გეორგიევსკის ტრაქტატის დადება.(მოიყვანეთ არგუმენტი)
          იყო თუ არა ეს ხელშეკრულება ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი? (დასაბუთება)
          ვინ ემხრობა ერეკლე მეფის მისწრაფებას რუსეთისკენ და ვინ არ ემხრობა?რატომ?
          თქვენ რომ ერეკლე მეფე ყოფილიყავით როგორ მოიქცეოდით?
   პასუხების მიღების შემდეგ  მოსწავლეებს ვურიგებ თაბახის ფურცლებს და ვსვამ კითხვას:რა  დადებითი და უარყოფითი შედეგი მოუტანა გეორგიევსკის ტრაქტატმა საქართველოს?--  პირველი ჯგუფის წევრები ფიქრობენ და წერენ დადებით შედეგებზე, ხოლო მეორე ჯგუფის წევრები ფიქრობენ და წერენ უარყოფით შედეგებზე. მუშაობის დასრულების შემდეგ T სქემაზე რომელსაც ვხაზავ დაფაზე  ვწერ მოსწავლეების პასუხებს.


 აქტივობა N 6.  საშინაო დავალება
  დროის ხანგრძლივობა 2 წთ
  აქტივობის მიზანი: ინდივიუალური უნარ-ჩვევების განვითარება
 წერილობით დაახასიათეთ ტრაქტატის შემდეგ საქართველოს საშინაო და საგარეო ვითარება


  აქტივობა N 7.  შეფასება
   დროის ხანგრძლივობა 2 წთ

   ჯგუფური მუშაობის და პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
ცუდად(1-5)
საშუალოდ(6-7)
კარგად(8-9)
ძალიან კარგად(10)
იცავენ ჯგუფური მუშაობის წესებს




ჯგუფის წევრები  ერთად მუშაობენ დასახული მიზნის  მისაღწევად




უსმენენ ერთმნეთს და იზიარებენ ერთმანეთის მოსაზრებებს




ჯგუფის წევრები ისმენენ მასწავლებლის ინსტრუქციებს და თავს ართმევენ მიცემულ დავალებებს




ჯგუფი ამზადებს პრეზენტაციას,წარმოაჩენენ მთავარ საკითრს/აზრს.




პრეზენტაციის დროს იცავენ დროის ლიმიტს





  
   მოსწავლის თვითშეფასების სქემა
  მოსწავლის სახელი და გვარი
 კრიტერიუმები
ბუნდოვანია (0)
საშუალოდ გავიგე (1)
კარგად გავიგე(2)
ვიყავი აქტიურად  ჩართული საგაკვეთილო პროცესში



პრეზენტაციისას გამოვთქვი ჩემი წილი აზრი



ჯგუფის წევრებს ვეხმარებოდი დავალების შესრულებაში



ყურადღებით ვუსმენდი და პატივს ვცემდი სხვის აზრს



მსჯელობისას ვამყარებდი შესაბამისი არგუმენტებით



                          



ჯამური ქულა
რა დაგამახსოვრდა ამ გაკვეთილიდან:




სსიპ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლის პედაგოგის გიული მიქელაძის
                             ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსია
გაკვეთილი, რომლის თემაც იყო   „გეორგიევსკის ტრაქტატი“, მიზანი იყო მოსწავლეებს გაეთავისებინათ მისი მნიშვნელობა და არსი, გაეანალიზებინათ და შეეფასათ ტრაქტატის დადებითი და უარყოფითი შედეგები.
თავდაპირველად მოსწავლეებს გავაცანი  გაკვეთილის თემა, მიზანი, შეფასების რუბრიკა(ჯგუფური მუშაობის და თვითშეფასების სქემები). მოთელვის მიზნით გავახსენე წინარე ნასწავლი მასალა თუ რომელ წელს მოხდა პირველი ელჩობა რუსეთის იმპერიასთან, გაიხსენეს პოლიტიკური მდგომარეობა საქართველოში გეორგიევსკის ტრაქტატამდე(XV-XVIIIსს), და რუკის დახმარებით აღწერეს მეზობელი სახელმწიფოების შემოტევები ქვეყნის ყველა მხრიდან; მოსწავლეები დიდი ხალისით და მოტივაციით ჩაერთნენ  დაგეგმილ აქტივობებში, განსაკუთრებით გამოვყოფდი ინტელექტუალურ თამაშს, რამაც უზრუნველყო მოსწავლეთა მახალი დონე თემის ირგვლივ.
გაკვეთილის შემდგომ ეტაპზე რამოდენიმე მოსწავლემ წარმოადგინა მოკლე მინი სპექტაკლი „ბედი ქართლისა“-დან, სადაც მოირგეს მეფე ერეკლესა და სოლომონ ლიონიძის როლი, რამაც გაკვეთილის პროცესი უფრო საინტერესო გახადა.  შემდგომი აქტივობა ეხებოდა ჯგუფურ მუშაობას, სადაც მოსწავლეებს დავურიგე გეორგიევსკის ტრაქტატის მუხლ;ები,დაევალათ წაეკითხათ და ამოეწერათ მათთვის მნიშვნელოვანი  ფაქტები და გაეკეთებინათ პრეზენტაცია. ორივე გუნდმა საკმაოდ კარგად გაართვეს თავი ჯგუფურ მუშაობაში.
გაკვეთილის შემდეგი აქტივობა  იყო  შეჯამება ანუ რა დადებითი და უარყოფითი შედეგი მოუტანა  გეორგიევსკის ტრაქტატმა 1783 წლიდან ქართლ-კახეთის სამეფოს და შემდგომ საქართველოს. T სქემის საშუალებით მოსწავლეებმა ჩამოწერეს დადებითი და უარყოფითი მხარეები. მოსწავლეები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ  გეორგიევსკის ტრაქტატმა უფრო მეტი უარყოფითი შედეგი მოუტანა ჩვენს ქვეყანას, ვიდრე დადებითი..
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს დავურიგე მოსწავლეთა თვითშეფასების სქემა, სადაც თითოეულმა მოსწავლემ შეაფასა საკუთარი თავი გაკვეთილის ჩართულობიდან გამომდინარე..
გაკვეთილის სუსტ მხარედ მინდა აღვნიშნო,იყო ის, რომ აქტივობების მსვლელობის დროს ვერ დავიცავი დროის ლიმიტი, რამაც მეტი დრო წაიღო და ვერ მოვახერხე თითოეული მოსწავლისათვის შესაბამისი ქულების დაწერა.ხელმეორედ ამავე გაკვეთილის ჩატარებისას შევიტანდი კორექტირებას, მეტ დროს დავუთმობდი მოსწავლეთა განმსაზღვრელ  შეფასებას.
ჩემი აზრით მიზანი,რაც მქონდა დასახული მივაღწიე შედეგს. მოსწავლეებმა ისწავლეს ჯგუფური მუშაობის დროს ურთიერთთანამშრომლობა, პრეზენტაციის მომზადება და წარდგენა კლასის წინაშე.მთლიანობაში გაკვეთილი იყო ორგანიზებული და საინტერესო.


გამოკითხვის ფორმა

იტვირთება... გმადლობთ ყურადღებისთვის

ოლიმპიადისათვის მოსამზადებელი პროგრამა-ისტორია